ბოგდანა კარადოჩევა

ბოგდანა კარადოჩევა (ბულგ. Богдана Карадочева დ. 19 ივლისი, 1949, სოფია, ბულგარეთი) — ბულგარელი პოპ მომღერალი. კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო. 1965 წელს ის ჯგუფ „Студио 5-ის“ სოლისტი გახდა. 1969 წელს მოიგო პრემია „Златния Орфей“. 1970-იან წლებში მღეროდა ისეთ ცნობილ მომღერლებთან, როგორიცაა სალვატორე ადამო, ჟილბერ ბეკო, კლიფ რიჩარდი, შარლ აზნავური და ჯოზეფინ ბეიკერი. ის გამოდიოდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. კარადოჩევას მეუღლე კომპოზიტორი სტეფან დიმიტროვია[1]. 1999 წლიდან ტელეწამყვანადაც მუშაობს. მისი ყველაზე ცნობილი სიმღერებია: „Дано“, „Остаряваме бавно“, „Иване, Иване“, „Помниш ли ти“ და „Нова година“[2].

ბოგდანა კარადოჩევა

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ბოგდანა ივანოვა კარადოჩევა-დიმიტროვა
აგრეთვე ცნობილი როგორც ბუბა, ბუბეტო, ბუბელინა
დაბ. თარიღი 19 ივლისი, 1949 (1949-07-19) (74 წლის)
დაბ. ადგილი სოფია, ბულგარეთი
ჟანრ(ებ)ი პოპი
აქტიური 1965-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Stefkos Music
ბოგდანა კარადოჩევა ვიკისაწყობში

სქოლიო რედაქტირება

  1. 24chasa editor. Богдана Карадочева се жени три пъти, все по пуловер. 24chasa.bg. ციტირების თარიღი: 26 May 2014.
  2. mediapool editor. Без изненади в класациите за културните вкусове на гражданите. mediapool.bg. ციტირების თარიღი: 26 May 2014.