ბობო-დიულასო (ფრანგ. Bobo-Dioulasso) — ქალაქი ბურკინა-ფასოში, ზემო აუზების რეგიონის უეს დეპარტამენტში.

ქალაქი
ბობო-დიულასო
ფრანგ. Bobo-Dioulasso
ქვეყანა ბურკინა-ფასოს დროშა ბურკინა-ფასო
რეგიონი (ბურკინა-ფასო)|ბურკინა-ფასოს რეგიონები|რეგიონი ზემო აუზები
კოორდინატები 11°11′00″ ჩ. გ. 4°17′00″ დ. გ. / 11.18333° ჩ. გ. 4.28333° დ. გ. / 11.18333; -4.28333
პირველი ხსენება XV საუკუნე
ფართობი 136,78 კმ²
ცენტრის სიმაღლე 445[1]
მოსახლეობა 555 128 კაცი (2013)
სიმჭიდროვე 4058,54 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+0
სატელეფონო კოდი +226 20
ოფიციალური საიტი bobodioulasso.net
ბობო-დიულასო — ბურკინა-ფასო
ბობო-დიულასო

საერთო ინფორმაცია რედაქტირება

ბობო-დიულასო — მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ქვეყნის მეორე ქალაქია. მდებარეობს ბურკინა-ფასოს სამხრეთ-დასავლეთში, დაახლოებით 350 კმ-ში უაგადუგუდან, ქვეყნის ყველაზე უფრო მეტად ნაყოფიერ ნაწილში, რასაც ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ამას გარდა, ბობო-დიულასო მდებარეობს მალისთან და კოტ-დ’ივუართან სავაჭრო გზების გადაკვეთაზე. კლიმატი — რბილი. ქალაქის მერი (2011 წლის ივნისისთვის) — სალია სანუ[2].

ქალაქი სიას სახელით დაარსდა XV საუკუნეში. 1897 წელს ის დაიკავა საფრანგეთმა და შეიყვანა კოლონია საფრანგეთის დასავლეთი აფრიკის შემადგენლობაში. 1932 წლიდან 1947 წლის ჩათვლით პერიოდში შედიოდა სპილოს ძვლის ნაპირის კოლონიაში.

ბობო-დიულასო დასავლეთ ბურკინა-ფასოს მსხვილი სამრეწველო და სავაჭრო ცენტრია. აქ აწარმოებენ ელექტროხელსაწყოებს, ტექსტილს, სასურსათო პროდუქციას, სასმელებს, თამბაქოს ნაწარმს და სხვა. ქალაქში ფუნქციონირებს საერთაშორისო აეროპორტი და უნივერსიტეტი. რკინიგზა მას აკავშირებს უაგადუგუსთან და აბიჯანთან. ბობო-დიულასო კათოლიკური საეპისკოპოსოს ცენტრია.

მოსახლეობა რედაქტირება

2013 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 555 128 ადამიანს[3].

ქალაქის მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა წლების მიხედვით:

1985 1996 2005 2006 2013
228 668 309 771 390 768 435 543 555 128

ღირსშესანიშნაობები რედაქტირება

ქალაქის ღირსშესანიშნაობებიდან შეიძლება აღინიშნოს 1880 წლის მეჩეთი, მჭედლების ტრადიციული კვარტალი, რეგიონალური მუზეუმი.

დამეგობრებული ქალაქები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Bobo Dioulasso, Burkina Faso Page. Fallingrain Global Gazetteer. ციტირების თარიღი: 2014-02-01.
  2. Le Conseil Municipal. Ville de Bobo-Dioulasso. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-13. ციტირების თარიღი: 2011-06-29.
  3. Bobo Dioulasso. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-12. ციტირების თარიღი: 2013-02-07.