ბლუფილდზი (Bluefields) — ქალაქი აღმოსავლეთ ნიკარაგუაში, კარიბის ზღვის სანაპიროზე. უფრო ზუსტად იგი მდებარეობს ბლუეფილდსის ყურეში ესკონდიდოს შესართავთან. ბლუეფილდსი არის სამხრეთ ატლანტიკის ავტონომიური რეგიონის დედაქალაქი და ბლუეფილდსისი მუნიციპალიტეტის მთავარი ქალაქი. ბლუეფილდსს სახელი დაერქვა ჰოლანდიელი მეკობრის აბრაამ ბლაუველის გამო. იგი თავს აფარებდა ყურეში მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში.

დედაქალაქი
ბლუფილდზი
Bluefields
გერბი

ქვეყანა ნიკარაგუას დროშა ნიკარაგუა
დაქვემდებარება სამხრეთ ატლანტიკის ავტონომიური რეგიონი
კოორდინატები 12°00′47″ ჩ. გ. 83°45′53″ დ. გ. / 12.01306° ჩ. გ. 83.76472° დ. გ. / 12.01306; -83.76472
მერი ლუის გუტიერეს გალვესი
დაარსდა 1602 და 1903
ფართობი 4775 კმ²
ცენტრის სიმაღლე 25 მეტრი
მოსახლეობა 45,547 კაცი (2005)
სასაათო სარტყელი UTC−6
საფოსტო ინდექსი 81000
ოფიციალური საიტი http://www.bluefields.gob.ni/
ბლუფილდზი — ნიკარაგუა
ბლუფილდზი

ბლუეფილსის მოსახლეობა არის 45,547 (2005). იგი ძრითადად დასახლებულია მოსკიტოებით, მეტისებითა და კრეოლებით. მათ გვრდით კი სახლობენ გარიფუნას, სუმუს, რამისა და ჩინელების მცირერიცხოვანი თემები. ბლუეფილდსი არის ნიკარაგუის კარიბის ზღვის სანაპიროზე მთავარი ნავსადგური. მაშასადამე აქედან გააქვთ ხის მერქანი, კრევეტები, კიბო და ზღვის პროდუქტები. ქალაქი ადრეულ საუკუნეები იყო ინგლისელი და ჰოლანდიელი მეკობრეების შეხვედრის ადგილი. 1678 კი იგი ინგლისური პროტექტორატის ქვეშ მყოფი მოსკიტების სანაპიროს დედაქალქად გამოცხადდა. შეერთებული შტატების ინტერვენციის დორს (1912–15, 1926–33) მისი საზღვაოები ბლუეფილდსში დამკვიდრდნენ. 1988 წელს ბლუეფილდსი დაანგრია ქარიშხალმა ჯოანმა, მაგრამ აღადგინეს.

ისტორია რედაქტირება

თანხმდებიან იმაზე, რომ ბლუეფილდსი დაკავშირებულია ნიკარაგუის კარიბის ზღვის სანაპიროს მეკობრეებთან, რომლებიც იყნებდნენ მდინარე ესკონდიდოს თავშესაფრად, ზარალის აღსადგენად და მოსამზადებლად. ისინი მტრობდნენ ესპანელებს. იქიდნ მოყოლებული დღემდე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებობდა ადგილობრივი მაცხოვრებლების ქალაქები: კუკრა და ბრანჩი.

შავკანიანები აქ პირველად გამოჩნდნენ 1641 წელს, როდესაც მონებით მოვაჭრე პორტუგალიელების გემი შეასკდა რიფებს. შემდგომში უფრო ინტენსიურად იწყება ტერიტორიის დასახლება არაენდოგენური მოსახლეობით. 1633-1666 ჩნდებიან ბრიტანელები, 1705 პროტექტორატსაც მოიპოვებენ. 1703 წელს ეს სანაპირო დაექვემდებარა იამაიკის ინგლისურ მმართველობას. ბრიტანეთი და მოსკიტოები ერთმანეთს შეეკვრნენ. ამ უკანასკნელთ ინგლისელები ამარაგებდნენ აღჭურვილობით, რასაც იყენებდნენ სხვა ადგილობრივი ეთნოსების (რამა, სუმუ) დასამორჩილებლად. 1740 წელს მოსკიტოებმა ღიარეს ბრიტანეთის უფლებიანობა თავიანთ ტერიტორიაზე. ბრიტანეელბის პროტექტორატი გაგრძლედა 1796 წლამდე, როდესაც მან სცნო ესპანეთის სუევერენიტეტი მოსკიტოს სანაპიროზე.

1847 წელს ტერიტორიაზე დამკვიდრდა მორავიელების ეკლესია. 1869 წელს კი შეიქმნა მოსკიტოების რეზერვი ნიკარაგუის კარიბის ზღვის სანაპიროზე ამერიკისა და ბრიტანეთის მთავრობების შეთანხმებით, რომლეის მიხედვითაც ნიკარაგუას, როგორც ქვეყანას არ ჰქონდა უფლება ჩარეულიყო მოსკიტოების საქმეებში. მალევე ბრიტანეთმა მოახდინა ინტერვენცია და თავისი პროტექტორატი გამოაცხადა. ბლუეფილდსი გახდა ამ რეზერვის დედაქალაქი.

მე19 საუკუნეში ნიკარაგუის აღმოსავლეთ სანაპირობზე მოდის დიდი ტალღა იამაიკელი მონებისა, რომლებიც ბლუეფილდსში ეძებდნენ თავისუფლებას.

ინგლისელებისა და ამერიკელის მიზანი გაეევროპელებინათ ადგილობრივი მოსახლეობა დასრულდა 1880-იან წლებში, როდესაც მათ გააფართოვეს ბანანისა და ხის ექსპორტი. ამ დროისათვის ბლუეფილდსი იყო მრავალერვნული ქალაქი მზარდი ეკონომიკით.

ეკონომიკის ზრდამ დააჩქარა სოციალური დიფერენციაცია, რომლის გამოც ეთნიკური ჯგუფები განსხვავდებოდნენ სივრცისა და სამუშაოს ფორმის მიხედვით. თეთრკანიანი მოსახლეობა ამჟღავნებდა უცხოური ბიზნესისიადმი ინტერესს, მულატები მუშაობდნენ, როგორც ხელოსნები და მიეკუთვნებოდნენ მუშათა კლასს, შავკანიანებმა საკუთარი ნიშა ჰპოვეს ფიზიკურ მუშაობაში, ადგილობრივი მოსახლეობა კი იყო ან უმუშევარი, ან მსახურობდა მოსამსახურედ დასხვა წვრილმან სამუშაოებზე. 1894 წელს ნიკარაგუის მთავრობამ შეიერთა მოსკიტების რეზერვი, როგორც სახელმწიფოს ტერიტორია და გააუქმა მოსკიტოს მონარქია. 1903 წლის 11 ოქტომბერს ქლუეფილდსი გამოცხადდა სელაიას დეპარტამენტის დედაქალაქად.

მე-20 საუკუნის განმავლობაში დაიწყო დაკნინება და საუკუნის ბოლოსთვის იგი კარიბის ზღვის აუზში იყო ერთ-ერთი ყველკაზე ღარიბი ქალაქი. თუმცა ბოლო წლებში, იმის გამო, რომ ამერიკის სანაპირო დაცვა პატრულირებს კოლუმბიელი ნარკოდილერების დასაკავებლად, კოკაინი გახდა ადგილობრივი ეკონომიკის მთავარ შემოსავლად. ბლუეფილდსის მოსახლეობის უმეტესობა მაინც სიღარიბის ზღვარზეა.

მუნიციპალიტეტები რედაქტირება

ბლუეფილდსი მდებარეობს ყურის სასნაპიროზე და მის გარშემო არსებობს 17 დასახლება მათ შორის ელ-ბლუფი.

 
ქუჩა ბლუეფილდსში
 
ბლუეფილდსის წყლისპირა სახლები

ბლუეფილდსს აქვს რამდენიმე მუნიციპალური ცენტრი და სასოფლო თემები:

საქალქო დასახლება:სანტა როსა, სენტრალი, საე მატეო, ფოინთ ტინი, ფეტიმა, ტრეს კრუსესი, რიკარდო მორალესი, ოლდ ბენკი, სან პედრო, ტეოდორო მარტინესი, 19 დე იულიო, პანკასანი, კოტონ თრი, ნიუ იორკი, ბოელდენი, ელ კანალი, ლომა ფრესკა. სასოფლო დასახლება: კუენკა რიო ესკონდიდო, კუნკა რიო მიას, სან ნიკოლას, ლა ფონსეკა, რამა კაი, სან ლუისი, კანიო ფრიხოლი, ტარსუანი, ლონგ ბიჩი, დალსუნო, კუენკა რიო ინდიო, რიო მიასი, გუანა კრიკი, ნუევა ჩონტალესი, ნეისი რიოსი, ლა პალმა, სუბ-ცუენტა მააგონი, კრისინბილა, სუბ-ცუენკა კანიო ნეგრო, რიო კამა, ელ-ბლუფი, ლას მერსედეს, მანკი ფოინთ, ელ კოროსო, კუენკა პუნტა გორდა, კანიო დალსუნო, ჰალუვერი, ვილა ერმოსა, სან რამონი, რიო კამა, სან ბრაუნი, ლა ვირგენი, სან მარიანო, ლა პიჩინგა, მუსულაინე, კანიო ბლანკო, აურორა, კუკრა რივერი, ბარა პუნტა გორდა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება