ბიურეტი — ლაბორატორიული მზომი ხელსაწყო, რომელიც წარმოადგენს გრძელ გრადუირებულ მინის მილს ონკანით. იგი მიეკუთვნება მოცულობის გამზომ მოწყობილობას, რომელთა საშუალებით შესაძლებელია სითხის მოცულობის განსაზღვრა დიდი სიზუსტით.

50 მლ-იანი ბიურეტი

ბიურეტები გამოიყენება ტიტრაციის პროცესის ჩასატარებლად. ბიურეტები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ტევადობის, დიამეტრის, სიგრძის, ჩამკეტი სისტემის მიხედვით. ტევადობის მიხედვით შეიძლება შეგვხვდეს 1 მლ-დან 100 მლ-მდე ბიურეტები.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ელიზბარაშვილი ე., „ქიმიური ექსპერიმენტის ტექნიკა“, თბ., 2012, გვ. 16