ბისმარკი (ჩრდილოეთი დაკოტა)

ბისმარკი (ინგლ. Bismarck) — ქალაქი აშშ-ში. ჩრდილოეთ დაკოტის შტატის დედაქალაქი და ბერლის ქაუნთის ადმინისტრაციული ცენტრი.

ქალაქი
ბისმარკი
Bismarck
დროშა

ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
შტატი ჩრდილოეთი დაკოტა
კოორდინატები 46°48′48″ ჩ. გ. 100°46′44″ დ. გ. / 46.81333° ჩ. გ. 100.77889° დ. გ. / 46.81333; -100.77889
ქალაქის მერი Mike Schmitz
დაარსდა 1872
ფართობი 71 კმ²
ცენტრის სიმაღლე 514±1 მეტრი
მოსახლეობა 55 532 კაცი (2000)
სასაათო სარტყელი UTC-6, ზაფხულში UTC-5
სატელეფონო კოდი 701
საფოსტო ინდექსი 58501—58507
ოფიციალური საიტი bismarck.org
ბისმარკი (ჩრდილოეთი დაკოტა) — აშშ
ბისმარკი (ჩრდილოეთი დაკოტა)
ბისმარკი (ჩრდილოეთი დაკოტა) — ჩრდილოეთი დაკოტა
ბისმარკი (ჩრდილოეთი დაკოტა)

ისტორია რედაქტირება

ქალაქი, რომელსაც სახელი ოტო ფონ ბისმარკის პატივსაცემად ჰქვია (1873 წლიდან), დაარსდა 1872 წელს მისურის პლატოზე, მდინარე მისურის ნაპირას. 1883 წელს გახდა ჩრდილოეთ დაკოტის ტერიტორიის დედაქალაქი, ხოლო 1889 წლიდან ამავე სახელწოდების შტატის დედაქალაქია.

ამჟამად ბისმარკს უკავია 71 კმ² ტერიტორია.

მოსახლეობა რედაქტირება

მოსახლეობა 2006 წლის მონაცემებით დაახლოებით 58,5 ათასს შეადგენს, გარეუბნებით კი 98 ათასს (2000). მოსახლეობის მიხედვით არის შტატის მეორე ქალაქი ფარგოს შემდეგ. 2000 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის 94,78 % თეთრკანიანია და მხოლოდ 0,28 % აფრო-ამერიკელი. ქალაქის მაცხოვრებლების სამი მეოთხედი გერმანული (57,9 %) და ნორვეგიული (18,2 %) წარმოშობისაა. რუსული (7,7 %) წარმოშობის მოსახლეობა 1,5 ჯერ აღემატება ინგლისურს (5,0 %).[1]

კლიმატი რედაქტირება

ბისმარკი მდებარეობს 500 მ ზღვის დონიდან, დაახლოებით ჩრდილოეთ ყირიმის განედზე. კლიმატი არის მკაცრი კონტინენტალური, ცივი ზამთრით (-10,6°С) და ცხელი ზაფხულით (+20,8 °C). ყველაზე მაღალი ტემპერატურა +45 °C (6 ივლისი 1936)[2], ყველაზე დაბალი −45 °C (16 თებერვალი 1936). ნალექი 420—440 მმ წელიწადში, ძირითადად ზაფხულის თვეებში.

სქოლიო რედაქტირება