ბიომრავალფეროვნება

ბიომრავალფეროვნება (ბიოლოგიური მრავალფეროვნება) — სიცოცხლის მრავალფეროვნება. წარმოადგენს ცოცხალი ორგანიზმების მრავალფეროვნებას, გენებიდან დაწყებული ბიოსფეროთი დამთავრებული. ვიწრო გაგებით ბიომრავალფეროვნება გამოიხატება სამ ძირითად დონეზე: გენეტიკური მრავალფეროვნება; სახეობების მრავალფეროვნება; ეკოსისტემების მრავალფეროვნება.

მარჯნის რიფები. ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილის მაგალითი

ზოგჯერ გამოიყოფა ლანდშაფტების მრავალფეროვნება. ბიოლოგიური მრავალფეროვნების ტიპები ურთიერთდამოკიდებულებაში იმყოფებიან. გენეტიკური მრავალფეროვნება უზრუნველყოფს სახეობების მრავალფეროვნებას; ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების მრავალფეროვნება საფუძველს უმზადებს ახალი სახეობების პირობების წარმოქმნას. სახეობების მრავალფეროვნების ამაღლება ბიოსფეროში ზრდის ცოცხალი ორგანიზმების საერთო გენეტიკურ პოტენციალს. ამასთანავე მრავალფეროვნებაში თითოეულ სახეობას თავისი წვლილი შეაქვს. ამ თვალსაზრისით არ არსებობს მავნე და გამოუსადეგარი სახეობები.

სახეობების მრავალფეროვნების შეფასებისას გამოიყენება სახეობების მნიშვნელობის ცნება. ამ შემთხვევაში იგი ჟღერს როგორც შეფასება და მისი ადგილი ეკოსისტემებში.

მარგალეფის მრავალფეროვნების ინდექსი:

, სადაც S — სახეობის რიცხვი, N — რიცხვის ქვესახეობა.

ბერგერ-პარკერის დომინირების ინდექსი:

სადაც სახეობის რიცხობრივობა, N — ორგანიზმების ჯამური რიცხვი.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება