ბიმურზა აფრასიძე (დ. 14 ნოემბერი, 1951, სოფ. ეცერი, ახლანდ. მესტიის მუნიციპალიტეტი) — ქართველი მეცნიერი, პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი. ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი.

ბიმურზა აფრასიძე
დაბადების თარიღი 14 ნოემბერი, 1951 (1951-11-14) (72 წლის)
დაბადების ადგილი ეცერი, მესტიის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქართულ-ბრიტანულ საერთაშორისო უნივერსიტეტში, ბიზნესის უმაღლეს სკოლაში დოცენტად, ასოცირებულ პროფესორად, კათედრის გამგედ. ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილე. საქართველოს უზენაესი საჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი: „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, ეროვნული ერთიანობის, ეროვნებათშორისი ურთიერთობების ქვეკომისიის თავმჯდომარე, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, ჰუმანიტარულ და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი, წარმომადგენელი კავკასიის საკითხებში. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 50-მდე ნაშრომის ავტორი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება