ბიკინი (რუს. Бикин) — მდინარე რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, პრიმორიესა და ხაბაროვსკის მხარეში, მდინარე უსურის მარჯვენა შენაკადი.

ბიკინი
Бикин
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი, პრიმორიეს მხარე, ხაბაროვსკის ოლქი
სათავე სიხოტე-ალინი
47°00′09″ ჩ. გ. 137°01′00″ ა. გ. / 47.00250° ჩ. გ. 137.01667° ა. გ. / 47.00250; 137.01667
შესართავი მდინარე უსური
46°51′06″ ჩ. გ. 134°02′12″ ა. გ. / 46.851917° ჩ. გ. 134.0367750° ა. გ. / 46.851917; 134.0367750
შესართავის სიმაღლე 46 მ
სიგრძე 560 კმ
აუზის ფართობი 22 300 კმ²
ბიკინი (მდინარე) — რუსეთი
ბიკინი (მდინარე)
ბიკინი (მდინარე)
— სათავე, — შესართავი
ბიკინი ვიკისაწყობში

მდინარე სათავეს იღებს სიხოტე-ალინის ცენტრალური ნაწილებიდან, მიედინება სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით, ხოლო შედარებით დაბალ ტერიტორიებზე იცვლის მიმართულებას და მიედინება დასავლეთით. სოფელ ვასილევსკოესთან მარჯვენა მხრიდან ერთვის მდინარე უსურის. სიგრძე — 560 კმ, აუზის ფართობი — 22,3 ათასი კმ². ბიკინის მთავარი შენაკადებია: ალჩანი, ბაჩელაზა,ზევა და სხვა.

იქთიოფაუნა რედაქტირება

 
„ბიკინი სამართლიანად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე თევზით მდიდარ მდინარედ ამ მხარეში. მდინარის შესართავებთან ბინადრობს: კობრი, ღლაბუტა, ქარიყლაპია და ქვედა ნაწილში კი — ტაიმენი, ლოქო. მდინარის თითქმის მთელ სიგრძეზე ბინადრობს კეტა.
ვ.კ არსენევი „უსურის მხარის უღრან ტყეებში“[1]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Арсеньев В. К., В дебрях Уссурийского края, М.: Московский рабочий, 1956. — გვ. 453.