ბზვანითემი საქართველოში, იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში, აერთიანებს ორ სოფელს: ზედა ბზვანი და ქვედა ბზვანი (თემის ცენტრი). მდებარეობს ვანიდან 9 კილომეტრში, ზღვის დონიდან 200 მეტრზე. თემი მოიცავს ტერიტორიას მდინარე ძულუხურასა (სულორის მარჯვენა შენაკადი) და სათავადოს მთიდან ჩრდილოეთით რიონის ჭალებამდე და სასოფლო სამეურნეო სავარგულებისა და დაუსახლებელი ტერიტორიის ჩათვლით დაახლოებით 25 კვ. კმ-ს შეადგენს. 2014 წლის აღწერის მონაცემებით თემში ცხოვრობს 1461 ადამიანი.

თემი
ბზვანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ვანის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°04′27″ ჩ. გ. 42°36′19″ ა. გ. / 42.074389° ჩ. გ. 42.605333° ა. გ. / 42.074389; 42.605333
ცენტრის სიმაღლე 200
მოსახლეობა 1461 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ბზვანი — საქართველო
ბზვანი
ბზვანი — იმერეთის მხარე
ბზვანი

ზედა ბზვანში აღმოჩენილია გვიან ბრინჯაოს ხანის ეპოქის განძი. დგას ფეოდალური ხანის ორი ციხესიმაგრე და XIX საუკუნის ეკლესია. ბზვანში 1985 წელს აღმოჩნდა კარსტული მღვიმე, რომლის სიგრძე 1,2 კმ-ია.

მოსახლეობა რედაქტირება

აღწერის წელი ბზვანის თემი ქვედა ბზვანი ზედა ბზვანი
2002 2299 1529 770
2014 1461   1090   371  

პიროვნებები რედაქტირება

ბზვანში დაიბადნენ: მსახიობი კარლო საკანდელიძე, ჟურნალისტი და პედაგოგი ლადო ბზვანელი (ნაცვლიშვილი). წარმოშობით ბზვანიდან იყვნენ: კომპოზიტორი გურამ ბზვანელი (ტყეშელაშვილი) და მხატვარ-კარიკატურისტი დონი (დავით ნაცვლიშვილი).

ლიტერატურა რედაქტირება