ბეჰრუზ ათაქიშიევი

ბეჰრუზ ათაქიშიევი (აზერ. Bəhruz Atakişiyev, სრული სახელი:Bəhruz Tofiq oğlu Atakişiyev; დ. 23 ნოემბერი, 1961, ბაქო — გ. 21 იანვარი, 1990, ბაქო) — ბაქოს შავი იანვრის ტრაგედიის მსხვერპლი.[1]

ბეჰრუზ ათაქიშიევი
დაბადების თარიღი 23 ნოემბერი, 1961
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 20 იანვარი, 1990
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
დაკრძალულია შეჰიდთა ხეივანი
ეროვნება აზერბაიჯანელი
მოქალაქეობა დროშა: სსრკ სსრკ

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1961 წლის 23 ნოვემბერს ბაქოში. 1968–1978 წლებში სწავლობდა 199-ე საშუალო სკოლაში. 1979-1981 წლებში მსახურობდა ჯარში, რუსეთის ქალაქ ჩიტაში.[2] სამხედრო სამსახურის შემდეგ მუშაობდა ავტომობილის მძღოლად.[3]

სიკვდილი რედაქტირება

მისი ძმის, ფაიგის თქმით, იანვრის მოვლენების დროს გავიდნენ ქუჩაში და მეტრო „გენჩლიქისკენ“ გაემართნენ. ამ დროს გაუხსნეს ცეცხლი სამხედროებმა. ბეჰრუზი დაიჭრა და გადაიყვანეს მე-5 საავადმყოფოში, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.[4] მიყენებული ჭრილობების შედეგად 21 იანვარს გარდაიცვალა. დაკრძალეს შეჰიდთა ხეივანში.

სქოლიო რედაქტირება

  1. "20 Yanvar Şəhidi" fəxri adının verilməsi haqqında Azərbaycan Respublikasının Prezidentinin 17 yanvar 2000-ci il tarixli 259 saylı Fərmanı. ციტირების თარიღი: 2015-07-17(აზერბაიჯანული)
  2. Dagli tarixinden seda. ციტირების თარიღი: 2019-01-19(აზერბაიჯანული)
  3. Şəhidlər. ციტირების თარიღი: 2022-10-05(აზერბაიჯანული)
  4. Qara Yanvar şəhidləri. ციტირების თარიღი: 2015-07-17(აზერბაიჯანული)