ბეჭდების მბრძანებელი (ფილმების სერია)

(გადამისამართდა გვერდიდან ბეჭდების მბრძანებელი (ფილმი))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბეჭდების მბრძანებელი (მრავალმნიშვნელოვანი).

ბეჭდების მბრძანებელი (ინგლ. The Lord of the Rings) — რეჟისორ პიტერ ჯექსონის კინოტრილოგია, რომელიც გადაღებულია ჯ. რ. რ. ტოლკინის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. ფილმი გამოვიდა 2001-2003 წლებში და იქცა ერთ-ერთ მთავარ მოვლენად კინოსამყაროში.

„ბეჭდების მბრძანებელი“
ჟანრი ეპიკური ფენტეზი
რეჟისორი პიტერ ჯექსონი
პროდიუსერი პიტერ ჯექსონი
ბარი მ. ოსბორნი
ფრენ უოლში
მარკ ორდესკი
ტიმ სენდერსი (პირველი ფიმი)
სცენარის ავტორი რომანი:
ჯ. რ. რ. ტოლკინი
სცენარი:
ფრენ უოლში
ფილიპა ბოიენსი
პიტერ ჯექსონი
სტივენ სინკლერი (მხოლოდ მეორე ფილმი)
კომპოზიტორი ჰოვარდ შორი
მხატვარი ალან ლი, ჯონ ჰაუ
სტუდია WingNut Films
New Line Cinema (დისტრიბუცია)
გამოსვლის თარიღი 2001 - 2003
ხანგრძლივობა კინოთეატრის ვერსია:
558 წთ
ვრცელი ვერსია:
683 წთ
ქვეყანა ახალი ზელანდია
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 281,000,000 აშშ დოლარი[1]
შემოსავალი 2,917,506,956 აშშ დოლარი

ფილმის მოქმედებას ადგილი აქვს გამოგონილ ქვეყანაში, შუახმელეთში. სიუჟეტის მიხედვით, ახალგაზრდა ჰობიტი, ფროდო ბეგინსი მიემგზავრება მორდორის ქვეყანაში საურონის ბეჭდით, რომელიც საურონს წაართვეს მრავალი წლის წინ. იგი ცდილობს ბეჭდის დაბრუნებას, რადგანაც სწორედ ამის შემდეგ შეძლებს მთელი სამყაროს დაპყრობას. მეგობრებთან და შუახმელეთის არსებებისა და ხალხის წარმომადგენლებთან ერთად ფროდო საბოლოოდ მიაღწევს მორდორამდე და ანადგურებს ბეჭედს, თუმცა მას ამაში ხელს უშლის ბოროტი არსება გოლუმი. საბოლოოდ ბოროტება განდევნილია შუახმელეთიდან.

ფილმი მიჰყვება ჯ. რ. რ. ტოლკინის წიგნის სიუჟეტს, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ იგი გადაღებული იქნა კინოთეატრებისთვის, წიგნის ბევრი ეპიზოდი შემოკლებულია ან ამოღებულია სცენარიდან. მიუხედავად ამისა, მასში ასევე დამატებულია ზოგიერთი სცენა, რომელიც არც არის ნახსენები წიგნში ან სცენები, რომლებიც წიგნში მცირე ადგილს იკავებენ (მაგალითად, ვარგების, ველური მგლების გამოჩენა მეორე წიგნში, „ორი ციხე-კოშკი“).

ფილმის სამი ნაწილი გამოვიდა ერთმანეთის შემდეგ - 2001, 2002 და 2003 წლის შობის დღესასწაულის პერიოდში. მისი ბიუჯეტი საერთო ჯამში შეადგენდა 280 მილიონ დოლარს, პროექტზე მუშაობამ 8 წელი გასტანა. პიტერ ჯექსონი ერთდროულად მუშაობდა სამივე ფილმზე. სამივე გადაღებული იქნა ახალ ზელანდიაში[2], რადგან შემქმნელების მტკიცებით, ლანდშაფტების მხრივ იქ არის ყველაფერი, რაც საჭიროა ტოლკინის სამყაროს იდეალურად ვიზუალიზაციისთვის.

ტრილოგიას წილად ხვდა დიდი კომერციული წარმატება, ისევე, როგორც აღიარება ვიზუალური ეფექტებისთვის[3][4][5]. მან მიიღო 17 ოსკარი (ნომინირებული იყო 30-ზე). ყოველი ფილმი გამოსვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ გამოვიდა როგორც ჩვეულებრივი, კინოვერსიის სახით, ასევე უფრო ვრცელი სცენებით, სპეციალურ DVD ფორმატში. პირველ და მეორე სერიას დაემატა გამოუყენებელი მასალის 30 წუთი, ხოლო მესამეს - 1 საათი. 2011 წლის ივნისში გამოვიდა ფილმის გამოცემა Blu-Ray დისკის ფორმატში.[6]

სიუჟეტი რედაქტირება

იხილეთ დაწვრილებითი ინფორმაცია შემდეგ სტატიებში: ბეჭდის საძმო, ორი ციხე-კოშკი და მეფის დაბრუნება.

როლებში რედაქტირება

პერსონაჟი ფილმი
ბეჭდის საძმო[7] ორი ციხე-კოშკი[8] მეფის დაბრუნება[9]

ბეჭდის საძმო რედაქტირება

ფროდო ბეგინსი ელაიჯა ვუდი
არაგორნი ვიგო მორტენსენი
ბორომირი შონ ბინი
მერიადოკ „მერი“ ბრენდიბაკი დომინიკ მონაგანი
სემუაიზ გემჯი შონ ესტინი
განდალფი იენ მაკ-კელენი
გიმლი ჯონ რის-დეივისი
ლეგოლასი ორლანდო ბლუმი
პერეგრინ „პიპინ“ ტუკი ბილი ბოიდი

მაზრა და სერი რედაქტირება

ბილბო ბეგინსი იენ ჰოლმი (მხოლოდ ნახსენები)   იენ ჰოლმი
მისის ბრეისგირდლი ლორი დენგლი  
ბარლიმენ ბატერბერი დევიდ უეზერლი  
როუზი კოტონი სარა მაკ-ლეოდი   სარა მაკ-ლეოდი
ბებრუხანა გემჯი ნორმან ფორსი   ნორმან ფორსი
ელანორ გემჯი   ალექსანდრა ესტინი
სერის კარის დარაჯი მარტინ სანდერსონი  
ფერმერი მეგოტი კამერონ როუდზი  
მოხუცი ნოუკსი ბილ ჯონსონი  
ევერარდ ზორბტერფი ნოელ ეპლბი   ნოელ ეპლბი
მისის ზორბტერფი მეგან ედვარდსი  
ოთო სეკვილ-ბეგინსი პიტერ კორიგენი  
ლობელია სეკვილ-ბეგინსი ელიზაბეთ მუდი  
ტედ სენდიმენი ბრაიან სერჯენტი  

რივენდელი და ლოთლორიენი რედაქტირება

არუენი ლივ ტაილერი
ელფი ბადრაგი (იგივე „Figwit“, როგორც მას ფანებმა უწოდეს) ბრეტ მაკ-კენზი   ბრეტ მაკ-კენზი
კელებორნი მერტონ ჩოკაში   მერტონ ჩოკაში
ელრონდი ჰუგო უივინგი
გალადრიელი კეიტ ბლანშეტი
ჰალდირი კრეიგ პარკერი  
რუმილი იორნ ბენზონი  

როჰანი და გონდორი რედაქტირება

დამროდი   ალისტერ ბრაუნინგი
დენეთორი   ჯონ ნობლი
ეომერი   კარლ ურბანი
ეოთაინი   სემ კომერი  
ეოვინი   მირანდა ოტო
ფარამირი   დევიდ უენემი
ფრედა   ოლივია ტენეტი  
გამლინგი   ბრიუს ჰოპკინზი
გრიმბოლდი   ბრიუს ფილიპსი
ჰამა   ჯონ ლი  
ჰალეთი   კალუმ გიტინსი  
იროლასი   იენ ჰიუზი
მკვდრების მეფე   პოლ ნორელი
მადრილი   ჯონ ბახი
მორვენი   რობინ მალკოლმი  
თეოდენი   ბერნარდ ჰილი
თეოდრედი   პერის ჰაუ სტრიუ  
ხისწვერა   ჯონ რის-დეივისი (გახმოვანება)

იზენგარდი და მორდორი რედაქტირება

სმეაგოლი/გოლუმი ენდი სერკისი
გორბაგი   სტივენ იური
გოთმოგი   ლოურენს მაკოური
კრეიგ პარკერი (გახმოვანება)
გრიმა ენაგესლი   ბრედ დურიფი
გრიშნახი   სტივენ იური  
ლურცი ლოურენს მაკოური  
მაუჰური   რობი მაგასივა  
საურონის პირი   ბრიუს სპენსი
ალან ჰოვარდი (გახმოვანება)
ერთი ბეჭედი ალან ჰოვარდი (ხმა)   ალან ჰოვარდი (ხმა)
სარუმანი კრისტოფერ ლი
საურონი სალა ბეიკერი
ალან ჰოვარდი (გახმოვანება)
  სალა ბეიკერი
ალან ჰოვარდი (გახმოვანება)
შაგრატი   პიტერ ტეიტი
შარკუ   ჯედ ბროფი  
სნაგა   ჯედ ბროფი  
უგლუკი   ნათანიელ ლისი  
ანგმარის გრძნეული მეფე შეინ რანჯი
ბრენტ მაკ-ინტაირი
ენდი სერკისი (გახმოვანება)
  ლოურენს მაკოური
ენდი სერკისი (გახმოვანება)

ისტორიული პიროვნებები რედაქტირება

დეაგოლი   თომას რობინსი
ელენდილი პიტერ მაკ-კენზი  
გილ-გალადი მარკ ფერგიუსონი  
ისილდური ჰარი სინკლერი   ჰარი სინკლერი

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ‘Hobbit’ Trilogy Has Cost $561 Million So Far. ციტირების თარიღი: December 31, 2013.
  2. „Can Harry Potter work his magic on Oscar?“. The Hamilton Spectator. McClatchy-Tribune News Service. 26 November 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 3 December 2013.
  3. The Lord of the Rings: The Fellowship of the Ring. Rotten Tomatoes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ივლისი 2006. ციტირების თარიღი: 12 October 2006.
  4. The Lord of the Rings: The Two Towers. Rotten Tomatoes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ნოემბერი 2006. ციტირების თარიღი: 12 October 2006.
  5. The Lord of the Rings: The Return of the King. Rotten Tomatoes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ივლისი 2006. ციტირების თარიღი: 12 October 2006.
  6. http://www.blu-ray.com/news/?id=6045
  7. Lord of the Rings: The Fellowship of the Ring cast. Yahoo! Movies. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 იანვარი 2009. ციტირების თარიღი: 20 November 2006.
  8. The Lord of the Rings: The Two Towers cast. Yahoo! Movies. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ივნისი 2010. ციტირების თარიღი: 20 November 2006.
  9. The Lord of the Rings: The Return of the King cast. Yahoo! Movies. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 იანვარი 2009. ციტირების თარიღი: 20 November 2006.