ბეღურა (ლათ. Passer) — ფრინველების გვარი ბეღურასნაირთა რიგისა. რამდენიმე სახეობა სინანთროპულია. იკვებებიან მარცვლეულით, ჩვილ ბარტყებს მწერებით კვებავენ. გვარში გაერთიანებულია 27–28 სახეობა.[1] დასახლებულ პუნქტებში (ჩრდილოეთისა და ნაწილობრივ შორეული აღმოსავლეთის გარდა) გავრცელებულია სახლის ბეღურა (Passer domesticus), რომელიც ზოგან, განსაკუთრებით სამხრეთში, გარკვეულ ზიანს აყენებს მარცვლეულ კულტურებს, გადააქვს სხვადასხვა მავნებლები და შინაური ფრინველების დაავადების გამომწვევნი.ფართოდაა გავრცელებული მინდვრის ბეღურა (Passer montanus). იკვებება უმთავრესად მწერებით და სარეველების თესლით, რითაც საკმაო სარგებლობა მოაქვს სოფლის მეურნეობისათვის, თუმცა ზოგჯერ მარცვლეულის ნათესებსაც აზიანებს. შუა აზიაში დიდი რაოდენობითაა ესპანური ანუ შავგული ბეღურა (Passer hispaniolensis), რომელიც ამიერკავკასიაშიც გვხვდება.

ბეღურა

სახლის ბეღურა (Passer domesticus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ბეღურასნაირნი
ოჯახი:  ბეღურასებრნი
გვარი:  ბეღურა
ლათინური სახელი
Passer (Brisson, 1760)

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება