ბეტინა ბრედბერი (ინგლ. Bettina Bradbury)  — იორკის უნივერსიტეტის ისტორიისა და გენდერული კვლევების დეპარტამენტის დამსახურებული პროფესორი, კანადის სამეფო საზოგადოების წევრი. იგი გახლავთ ისტორიის მრავალი წიგნისა და პუბლიკაციის ავტორი. [1]

ბეტინა ბრედბერი
ინგლ. Bettina Bradbury

ბეტინა ბრედბერი, 1949 წ.
დაბადების თარიღი 1949
მოქალაქეობა კანადის დროშა კანადა
ალმა-მატერი

საიმონ ფრეიზერის სახ. უნივერსიტეტი
დედოფალ ვიქტორიას უნივერსიტეტი

კონკორდიას უნივერსიტეტი
საქმიანობა ისტორია
გენდერული კვლევები
დამსაქმებელი იორკის უნივერსიტეტი

განათლება რედაქტირება

ბეტინა ბრედბერიმ მიიღო ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი სოციოლოგიასა და ინგლისურში ველინგტონის დედოფალ ვიქტორიას სახელობის უნივერსიტეტში, ხოლო შემდეგ სიმონ ფრეიზერის უნივერსიტეტში — მაგისტრის ხარისხი ისტორიაში. მოგვიანებით  გახდა კონკორდიის უნივერსიტეტის დოქტორი. იგი იკვლევს ისეთ თემებს, როგორიცაა ქორწინება და ქვრივობა, ქალების ისტორია, ქორწინებისა და მემკვიდრეობის კანონები, კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, კეიპტაუნის კოლონიზაციის ისტორია.[2]

კარიერა რედაქტირება

ბეტინა ბრედბერი  1989 წლიდან 1991 წლამდე მუშაობდა მონრეალის უნივერსიტეტის ასპირანტურის  ისტორიის დირექტორად. 1980-იანი წლებიდან ის არის მონრეალის ისტორიის ჯგუფის წევრი. ამ ჯგუფთან თანამშრომლობით მან 1993 წელს დაწერა: «Working Families: Age, Gender, and Daily Survival in Industrializing Montreal»

1994 წელს, ამ წიგნისთვის, ბრედბერიმ მიიღო სერ ჯონ ა. მაკდონალდის ჯილდო კანადის ისტორიული ასოციაციისგან და ჰაროლდ ადამს ინისის ჯილდო. 2000 წელს, როდესაც იორკის უნივერსიტეტის ისტორიის სამაგისტრო  პროგრამის დირექტორი გახლდათ, ბრედბერი გამოჩნდა CBC სატელევიზიო დოკუმენტურ სერიალში "კანადა: ხალხის ისტორია"(«Canada: A People’s History»).[3]

2007  წლიდან 2011 წლამდე ბრედბერი გახლდათ იორკის უნივერსიტეტის ქალთა კვლევების სკოლის თავმჯდომარე. 2011 წელს  პედაგოგიური მოღვაწეობისთვის მან უნივერსიტეტის ასპირატურის ფაკულტეტის ჯილდო მიიღო და კვლევითი საქმიანობისთვის — გლენდონის კოლეჯის ჯილდო. [4]

2013 წელს მიენიჭა პრემია Prix Lionel Groulx — Fondation Yves-Saint-Germain Prize და კანადის ისტორიის საზოგადოების პრემია Clio-Québec Prize წიგნისთვის «Wife to Widow. Lives, Laws and Politics in 19th century Montreal»

მას აგრეთვე მიენიჭა ასოციაცია François-Xavier Garneau-ის მედალი და მოხვდა სოციალურ მეცნიერებათა სფეროში კანადის პრემიის კანდიდატთა  სიაში. იმავე წელს იგი მიიღეს კანადის სამეფო საზოგადოების წევრი გახდა.[5][6][7]

ბეტინა ბრედბერის წიგნში მოვლენები ვითარდება მონრეალში პატრიოტების აჯანყების გარშემო მცხოვრები  ორი თაობის ქალების ირგვლივ. ავტორი ცდილობს, სხვადასხვა რელიგიის ქალთა ქალაქის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მეუღლის სტატუსიდან ქვრივის მდგომარეობამდე გადასვლის ნაკლებად შესწავლილი ფენომენის დემონსტრირება მოახდინოს. ბრედბერი აღწერს ორი თაობის ქალების ცხოვრებას, რომლებიც დაქორწინდნენ პატრიოტების აჯანმყებამდე ან მის შემდეგ, რათა ნათლად წარმოაჩინოს ქალაქის ცხოვრების სურათი ღრმა ცვლილებების დროს. ეყრდნობა რა სხვადასხვა პირველად წყაროებს, საეკლესიო და სასამართლო ჩანაწერებს,  დაწყებული აღწერისა და საგადასახადო დოკუმენტებიდან  გაზეთებითა და ბროშურებით დამთავრებული, აგრეთვე ოცი ქალის ინდივიდუალურ ბიოგრაფიას და 500-ზე მეტი ადამიანის გენეალოგიას, ბრედბერი აჩვენებს, თუ როგორ ურთიერთობდნენ სხვადასხვა წარმომავლობისა და კლასის ქალები, რამაც ხელი შეუწყო  ქალაქის კულტურის, წეს-ჩვეულებების და ინსტიტუტების ჩამოყალიბებას.[8][9][10]

2014 წელს ბრედბერი იორკის უნივერსიტეტიდან პენსიაზე გავიდა.

პუბლიკაციები რედაქტირება

ბეტინა ბრედბერის პუბლიკაციები:[11]

  • Wife to Widow. Lives, Laws and Politics in Nineteenth-century Montreal (2011)
  • Negotiating Identities in 19th and 20th Century Montreal (2005)
  • Wife to Widow: Class, Culture, Family and the Law in Nineteenth-Century Quebec (1997)
  • Familles ouvrières à Montréal. Age, genre et survie quotidienne pendant la phase d’industrialisation (1995)
  • Working Families. Age, Gender and Daily Survival in Industrializing Montreal (1993)
  • Canadian Family History (1992)
  • Caroline’s Dilemma: A colonial inheritance saga (2019)

სქოლიო რედაქტირება

  1. Bettina Bradbury . profiles.laps.yorku.ca.
  2. Bettina Bradbury . McGill | Montreal History Group.
  3. Prizes and Distinctions awarded to Group Members. McGill | Montreal History Group.
  4. irene. Congratulations Bettina Bradbury!. cfr.info.yorku.ca (5 დეკემბერი 2011).
  5. York U. Historians Shift Their Gaze to CBC Version of Canadian History . Université York.
  6. Faculty Teaching Award . gradstudies.yorku.ca.
  7. Szucsko, Anita A prestigious book award for Bettina Bradbury history.laps.yorku.ca (3 ივნისი 2015).
  8. Finalists for Canada Prizes announced . Federation for the Humanities and Social Sciences (2013).
  9. Wife to Widow. Lives, Laws, and Politics in Nineteenth-Century Montreal. UBC Press (2011).
  10. History professor wins medal for in-depth look into the lives of 19th century widows . https://yfile.news.yorku.ca/ (11 ივნისი 2015).
  11. Bettina Bradbury . WorldCat.