ბესო ხვედელიძე (დ. 18 დეკემბერი, 1972) — ქართველი მწერალი. არის 20-მდე წიგნის ავტორი და არაერთი ქართული თუ უცხოული ლიტერატურული პრემიის ლაურეატი. მისი ნაწარმოებები 10-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი.

ბესო ხვედელიძე
დაბადების თარიღი 18 დეკემბერი, 1972 (1972-12-18) (51 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი
საქმიანობა მწერალი, ჟურნალისტი
ენა ქართული
ეროვნება ქართველი
ალმა-მატერი თსუ

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა თბილისში. 1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრის სამსახურში და 1992-13 წლებში აფხაზეთის ომში სამხედრო კორესპონდენტი იყო. შემდეგ თბილისში დაბრუნდა და რედაქტორად დაიწყო მუშაობა ჟურნალებში სუფთა წერა და პარნასი, აგრეთვე იყო რადიოს მუსიკალური გადაცემის წამყვანი. 2013 წელს ნეპალში გადასახლდა და ცხოვრების უმეტეს ნაწილს დღემდე იქ ატარებს.

სამწერლო კარიერა რედაქტირება

2003 წელს მოთხრობათა კრებულისთვის „ჯადო“ მწერალს პრემია საბა მიენიჭა.[1] 2005 წელს გამოქვეყნდა მისი რომანი „გაფრინდინელა“, რომლისთვისაც მიიღო საბა საუკეთესო რომანისთვის.[2]

ხვედელიძე ყველაზე ხშირად შეყვანილი მწერალია ანთოლოგიაში „15 საუკეთესო“, რომელიც თანამედროვე ქართველი ავტორების წლის საუკეთესო მოთხრობებს აერთიანებს და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ 2001 წლიდან ყოველწიურად ქვეყნდება. 2021 გამომცემლობამ სერიის დასკვნითი წიგნის სახით გამოაქვეყნა ხვედელიძის 15 გამორჩეული მოთხრობის კრებული სათაურით „15 საუკეთესო“.[3]

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

მოთხრობათა კრებულები რედაქტირება

  • ჯადო (2003) — პრემია „საბა“ საუკეთესო მოთხრობათა კრებულისთვის
  • თაგვის გემო (2009)
  • წითელი (2012)
  • მამაო (2015)
  • აბრეშუმის გზა (2020)
  • 15 საუკეთესო (2021)

რომანები რედაქტირება

  • გაფრინდინელა (2005) — პრემია საბა საუკეთესო რომანისთვის
  • თამრო (2011)
  • უზარმაზარი ბაზარი (2011)[4]
  • კლარა (2015)
  • ნამასტე (2015)
  • მკვდრების ქალაქი (2018)
  • განჯადოება (2019)

პოეტური კრებულები რედაქტირება

  • 12 თანამედროვე ქართული ლექსი

არამხატვრული რედაქტირება

  • მეშვიდე გრძნობა (2015)
  • ნამასტე - მე შენში ვხედავ ღმერთს (2015)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. პრემია საბას გამარჯვებულები და ნომინანტები 2003.
  2. პრემია საბას გამარჯვებულები და ნომინანტები 2005.
  3. 15 საუკეთესო. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.
  4. „უზარმაზარი ბაღი“ გამოქვეყნდა რომანთან „თამრო“ ერთად“ წიგნში, რომლის სათაურია „თამრო“