ბერნჰარდ ვარენიუსი

გერმანელი გეოგრაფი

ბერნჰარდ ვარენიუსი (გერმ. Bernhard Varen; ლათინიზებული Bernhardus Varenius; დ. 1622, ჰიტცაკერი, ქვემო საქსონია — გ. 1650 ლეიდენი, ნიდერლანდები) — გერმანელი გეოგრაფი.

ბერნჰარდ ვარენიუსი
დაბ. თარიღი 1622[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16]
დაბ. ადგილი ჰიტცაკერი[1]
გარდ. თარიღი 1653[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16]
გარდ. ადგილი კამბოჯა
მოქალაქეობა  საღვთო რომის იმპერია
საქმიანობა გეოგრაფი
ალმა-მატერი ლეიდენის უნივერსიტეტი

ბიოგრაფია რედაქტირება

ბერნჰარდ ვარენიუსი დაიბადა ჩრდილოეთ გერმანიაში. კენინგსბერგისა (1643-1645) და ლეიდენის (1645-1649) უნივერსიტეტებში სწავლობდა მათემატიკასა და მედიცინას. მედიკოსის ხარისხის მოპოვების შემდეგ, დასახლდა ამსტერდამში, სადაც დაკავდა კერძო პრაქტიკით. ჰოლანდიაში ყოფნის დროს ვარენიუსის ყურადღება მიიპყრო დიდმა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა. მოგვიანებით იგი გეოგრაფიით ზედმიწევნით დაინტერესდა.

მან გამოაქვეყნა ორი წიგნი: 1649 წელს გამოიცა — „იაპონიის აღწერა“ (Descriptio Regni Japoniae), რომელშიც მოცემულია უმეტესად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის დახასიათება და აღწერილობა. თუმცა ეს ნაშრომი არა გეოგრაფიული, არამედ უფრო კულტურული და რელიგიური თემატიკითაა დატვირთული.

1650 წელს გამოდის ვარენიუსის საყოველთაოდ ცნობილი გეოგრაფიული წიგნი: „გენერალური გეოგრაფია“ („Geographia Generalis“). აღნიშნული წიგნი კაპიტალური ნაშრომია, რომელშიც შეჯამებულია დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდის მეცნიერული ცოდნა, განხილულია დედამიწის ხმელეთის ზედაპირის, ჰიდროსფეროსა და ატმოსფეროს ძირითადი თავისებურებანი. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ე.წ. „მათემატიკურ გეოგრაფიას“; აღწერს დედამიწის ზედაპირის ამა თუ იმ მანძილების დაშორებას, რუკების აგებულებას, კოორდინატების ფიქსირებას ნავიგაციური სამუშაოების შესრულებისათვის და სხვა.

„გენერალური გეოგრაფია“ დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა მთავარ სამეცნიერო ნაშრომად ფიზიკურ გეოგრაფიაში. მნიშვნელოვანია, რომ ნაშრომში პირველად იყო გამოყოფილი სამხრეთის ოკეანე, რომელიც ყველაფრის მიუხედავად, პირობითად ოკეანედ რჩებოდა, რამეთუ მას არ ჰქონდა მკვეთრად გამოყოფილი საზღვრები მოსაზღვრე ოკეანეებთან. განსაკუთრებით XVIII საუკუნეში „გენერალური გეოგრაფია“ არაერთხელ იყო თარგმნილი სხვადასხვა ენებზე.

ვარენიუსი დედამიწას განიხილავდა როგორც ადამიანთა საცხოვრებელ სახლს, თანაც ცდილობდა რაც შეიძლება მაქსიმალურად და მეცნიერულად აეღწერა იგი, რაც მან წარმატებით შეასრულა, დიდი გეოგრაფიული ნაშრომის — „გენერალური გეოგრაფია“-ს სახით.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Siegmund Günther: Varenius. (= Klassiker der Naturwissenschaften; 4). Thomas, Leipzig 1905.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118803948 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 Bernhard Varenius — 2009.
  4. 4.0 4.1 Bernhard Varenius — 1999.
  5. 5.0 5.1 Swartz A. Bernhardus Varenius — 2007.
  6. 6.0 6.1 Swartz A. Bernhard Varenius — 2007.
  7. 7.0 7.1 SNAC — 2010.
  8. 8.0 8.1 LIBRIS
  9. 9.0 9.1 Faceted Application of Subject Terminology
  10. 10.0 10.1 CONOR.SI
  11. 11.0 11.1 Autoritats UB
  12. 12.0 12.1 opac.vatlib.it
  13. 13.0 13.1 NUKAT — 2002.
  14. 14.0 14.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  15. 15.0 15.1 MAK
  16. 16.0 16.1 Bernhardus Varenius — 2009.