ბერნი (ვულკანი)
ბერნი (ესპ. Monte Burney) — მყინვარებით დაფარული სტრატოვულკანი ჩილეში, მუნიოს-გამეროს ნახევარკუნძულზე, კორდილიერა-სარმიენტოს ქედის სამხრეთით. სიმაღლე 1520 მ. ქალაქ პუნტა-არენასიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს 200 კმ-ში. სახელი ეწოდა ინგლისელი კონტრ-ადმირალის ჯეიმზ ბერნის (1750-1821) პატივსაცემად.[1] პირველი ასვლა განხორციელდა 1973 წელს. უკანასკნელი ამოფრქვევა მოხდა 1910 წელს.
ბერნი | |
---|---|
ვულკან ბერნის რაიონი. ნასას ფოტო კოსმოსიდან. | |
კოორდინატები: 52°20′ ს. გ. 73°24′ დ. გ. / 52.333° ს. გ. 73.400° დ. გ. | |
ქვეყანა | ჩილე |
სიმაღლე | 1520 მ |
ტიპი | სტრატოვულკანი |
ბოლო ამოფრქვევა | 1910 |
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
- გლობალური ვულკანიზმის პროგრამა დაარქივებული 2012-08-20 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)