ბერნინის უღელტეხილი

ბერნინის უღელტეხილი (გერმ. Berninapass; იტალ. Passo del Bernina) — საგზაო და სარკინიგზო დანიშნულების უღელტეხილი შვეიცარიაში, ბერნინის ქედზე. სიმაღლე 2328 მ. მდებარეობს შვეიცარიის აღმოსავლეთ ნაწილში. უღელტეხილი ერთმანეთთან აკავშირებს ენგადენისა და ვალპოსკიავოს ხეობებს. შემდეგ გზა სამხრეთით გრძელდება ვალტელინის ხეობისკენ, იტალიაში. ყველაზე ახლო მდებარე დასახლებული პუნქტია პონტრეზინა, რომელიც უღელტეხილიდან 13 კმ-ში მდებარეობს. უნაგირა ფართოა. მასზე ვრცელდება ორი ტბა. გადასასვლელზე გადის ბერნინის რკინიგზის ხაზი. ბერნინის უღელტეხილის სიახლოვესაა აგრეთვე მწვერვალი ბერნინა.

ბერნინის უღელტეხილი
ბერნინის უღელტეხილი
ბერნინის უღელტეხილი
კოორდინატები: 46°24′55″ ჩ. გ. 10°00′37″ ა. გ. / 46.41528° ჩ. გ. 10.01028° ა. გ. / 46.41528; 10.01028
ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
სიმაღლე 2328 
ქედი ბერნინის ქედი
ბერნინის უღელტეხილი — შვეიცარია
ბერნინის უღელტეხილი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება