ბერთას მამათა მონასტერი

ბერთას სამი მღვდელმთავრის სტავროპიგიალური მამათა მონასტერიმონასტერი საქართველოში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერთაში. თბილისიდან დაშორებულია 120 კილომეტრით.[1]

ბერთას მამათა მონასტერი
ბერთას მამათა მონასტერი — საქართველო
ბერთას მამათა მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°36′45″ ჩ. გ. 43°52′31″ ა. გ. / 41.612750° ჩ. გ. 43.875389° ა. გ. / 41.612750; 43.875389
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
მუნიციპალიტეტი წალკის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა ბერთა
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ბაზილიკა
ხუროთმოძღვრული სტილი ერთნავიანი
თარიღდება VI-VII სს.
დეტალები

ისტორია რედაქტირება

გადმოცემის თანახმად აქ ეკლესია ჯერ კიდევ VI-VII საუკუნეებში აუშენებიათ. XIX საუკუნეში ეკლესია აღდგენილ იქნა პონტოელი ბერძნების მიერ. ამჟამინდელი მართლმადიდებლური მონასტერი, საქართველოს პატრიარქის ილია II-ის ლოცვა კურთხევით 2004 წელს დაარსდა. მონასტერში ცხოვრობს 6 ბერი. მონასტრის დაარსებიდან 2013-წლამდე მონასტრის წინამძღოლი იყო არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი), რომლის სახელსაც უკავშირდება, ამ მონასტრის აღორძინება, ხოლო ამჟამინდელი წინამძღვარია იღუმენი ნიკოლოზი (გვარლიანი).

გალერეა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ბერთას სამი მღვდელმთავრის სახელობის სტავროპიგიალური მამათა მონასტერი. წალკის მუნიციპალიტეტი (22 იანვარი 2016). ციტირების თარიღი: 10 აგვისტო 2016.