ბერენიკა III (დ. ძვ. წ. 120 — გ. ძვ. წ. 80) — ხანდახან უწოდებენ ასევე კლეოპატრა ბერენიკას, ეგვიპტეს მართავდა ძვ. წ. 81–80 წლებში და შესაძლოა ასევე ძვ. წ. 101–88 წლებში, მეუღლე-ბიძა პტოლემე X ალექსანდრესთან ერთად. ბერენიკა დაიბადა ძვ. წ. 120 წელს. მისი მშობლები იყვნენ პტოლემე IX ლატირა და კლეოპატრა სელენა I.

ბერენიკა და კლეოპატრა სელენა

ძვ. წ. 101 წელს ბერენიკა III ცოლად გაჰყვა პტოლემე X ალექსანდრეს, მას შემდეგ რაც ალექსანდრემ სამეფო ტახტი წაართვა პტოლემე IX ლატირას და მოკლა თავისი დედა კლეოპატრა III ანუ ბერენიკა III-ის ბებია. პტოლემე IX ლატირას მიერ ტახტის დაბრუნების შემდეგ ბერენიკამ დაკარგა ძალაუფლება ხოლო ლატირას სიკვდილის შემდეგ ერთპიროვნულად მართავდა ეგვიპტეს 6 თვის განმავლობაში და დიდი პოპულარობაც მოიპოვა.

ძვ. წ. 80 წელს კლეოპატრა ბერენიკა III იძულებული იყო ცოლად გაყოლოდა პტოლემე XI-ს, რომელმაც 19 დღის შემდეგ მოკლა ბერენიკა. ამ მკვლელობამ ალექსანდრიაში გამოიწვია დიდი ამბოხება რომლის დროსაც პტოლემე XI მოკლეს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება