ბენოცო გოცოლი (იტალ. Benozzo Gozzoli; ნამდვილი გვარი დი ლეზე დი სანდრო; დ. 1421, ფლორენცია1497, პისტოია) — ადრეული რენესანსის ეპოქის იტალიელი მხატვარი, ლ. გიბერტის და ფრა ანჯელიკოს მოწაფე. მისი ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია ფლორენციაში, მედიჩების სასახლის სამლოცველოში შესრულებული კედლის მხატვრობა, რომელზეც სამი მოგვის მსვლელობაა გამოხატული. ასევე მნიშვნელოვანი ნამუშევარია პიზის „კამპოსანტოს“ კედლის მხატვრობა (1467-1668). მასზე გავლენა მოახდინა ინტერნაციონალურმა გოთიკურმა სტილმა. მისი ნამუშევრებისთვის დამახასიათებელია დეკორატიულობა, თხრობითი დეტალების სიმრავლე, ფერადოვნება, ხალიჩისებრი კომპოზიცია, სივრცის სიბრტყისებრი აგება. რელიგიურ სიუჟეტებში ასახავდა თავის თანამედროვე ცხოვრებას, რეალურ პირთა პორტრეტებს, ტოსკანის პეიზაჟებს.

მოგვთა მსვლელობა, დეტალი

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: