ბენზოალდეჰიდი

ქიმიური ნივთიერება

ბენზოალდეჰიდი, ბენზალდეჰიდიორგანული ნაერთი, მწარე ნუშის სუნის მქონე უფერო, ზეთისმაგვარი სითხე ქიმიური ფორმულით 6H5CHO. მისი დუღილის ტემპერატურა 178.1°C, დნობისა კი — −57.12°C[1]. ბენზოალდეჰიდი იხსნება სპირტში, ეთერში და სხვა ორგანულ გამხსნელებში. ადვილად იჟანგება (ჰაერზეც კი) ბენზოის მჟავად. ტუტესთან ბენზოალდეჰიდის დუღილით ღებულობენ ბენზილის სპირტსა და ბენზოის მჟავას. მწარე ნუშის, ჭერმისა და ატმის კურკის შედგენილობაში შემავალი გლიკოზიდი ამიგდალინი შეიცავს ბენზოალდეჰიდის ნაშთს. ბენზოალდეჰიდისგან ღებულობენ ბენზოინს, დარიჩინის ალდეჰიდს, ტრიფენილმეთანის რიგის საღებრებს და სხვას. იყენებენ სურნელოვან ნაერთთა სინთეზისათვის.

ბენზოალდეჰიდი
ბენზოალდეჰიდი: ქიმიური ფორმულა
ბენზოალდეჰიდი: მოლეკულის ხედი
ზოგადი
სისტემური სახელწოდებაბენზოალდეჰიდი, ბენზალდეჰიდი
ქიმიური ფორმულაC6H5CHO
მოლური მასა106.12 /მოლი
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა−57.12 °C
დუღილის ტემპერატურა178.1 °C
კლასიფიკაცია
CAS 100-52-7
PubChem240

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. William M. Haynes (2014), CRC Handbook of Chemistry and Physics (95th რედ.), CRC press, pp. 3–34, ISBN 9781482208689