ბელორუსული საბჭოთა ენციკლოპედია
ბელორუსული საბჭოთა ენციკლოპედია (ბელარ. Белару́ская Саве́цкая Энцыклапе́дыя) — უნივერსალური ენციკლოპედია ბელორუსულ ენაზე 12 ტომად, გამოიცა მინსკში 1969—1975 წლებში. ესაა ბელორუსულ ენაზე პირველად დაბეჭდილი აკადემიური ენციკლოპედია.
ისტორია რედაქტირება
ენციკლოპედიის შედგენაში ხუთი ათასზე მეტმა ავტორმა, მათ შორის, ბელორუსიის მეცნიერებათა აკადემიის 125-მა აკადემიკოსმა და წევრ-კორესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა, ამას გარდა, სსრკ მეცნიერებათა აკადემიამ და მეცნიერებათა დარგობრივმა აკადემიამ, 344-მა მეცნიერებათა დოქტორმა და პროფესორმა, 1650-მა მეცნიერებათა კანდიდატმა შეიტანა თავისი წვლილი. ავტორთა 85% ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ბელორუსიის სსრ-ში.
აღწერილობა რედაქტირება
თერთმეტი ტომი სტატიებსა და დამატებებს შეიცავს (11 ტომი), მე-12 თემატურ ტომს წარმოადგენს და ბელორუსიის სსრ-ს ეძღვნება. ენციკლოპედიაში სტატიათა საერთო რაოდენობაა 34 409, აქედან ბელორუსულ თემატიკას დაახლოებით 40% ეძღვნება. 6 ათასამდე სტატია ისტორიას ეთმობა, 10 ათასამდე სტატია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, დაახლოებით 6,7 ათასი სტატია გეოგრაფიას, 6,8 ათასამდე კულტურას, ხოლო 7 ათასამდე სტატია ბიოგრაფიულია. თორმეტ ტომში 112 ფერადი ჩანართია (1554 ილუსტრაცია და 172 რუკაა), 215 შავ-თეთრი ჩანართია (3002 ილუსტრაცია), დაახლოებით 8 ათასი ილუსტრაცია და 500 რუკაა ტექსტებში.
სხვა საბჭოთა ენციკლოპედიები რედაქტირება
იხილეთ აგრეთვე რედაქტირება
წყაროები რედაქტირება
- Ад рэдакцыйнай калегіі // ბელორუსული საბჭოთა ენციკლოპედია. — მინსკი : ბელენ., ტ.12