ბელორეცკის რაიონი

ბელორეცკის რაიონი (ბაშკ. Белорет районы; რუს. Белорецкий район) — მუნიციპალური რაიონი ბაშკირეთის რესპუბლიკაში, რუსეთის ფედერაცია. რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბელორეცკი.

ბელორეცკის რაიონი
Белорецкий район
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადმ. ცენტრი ბელორეცკი
კოორდინატები 53°50′00″ ჩ. გ. 58°36′00″ ა. გ. / 53.83333° ჩ. გ. 58.60000° ა. გ. / 53.83333; 58.60000
მმართველი Q112992606?
დაარსდა 20 აგვისტო, 1930
ფართობი 11345,77 კმ²
სალაპარაკო ენები ბაშკირული, რუსული
მოსახლეობა 103 022 კაცი (2016)
სიმჭიდროვე 9,08 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა რუსები, ბაშკირები, თათრები
სასაათო სარტყელი UTCUTC+5
ოფიციალური საიტი http://beladmin.ru

გეოგრაფია რედაქტირება

ბელორეცკის რაიონი მდებარეობს ბაშკირეთის აღმოსავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩელიაბინსკის ოლქი. რაიონის ფართობია 11 501 კმ² და ამ მონაცემით იგი არის ბაშკირეთის ყველაზე დიდი რაიონი.

ისტორია რედაქტირება

1920-იან წლებამდე ბელორეცკის რაიონი ეკუთვნოდა ორენბურგის ოლქს. 1917 წელს შევიდა უფის გუბერნიის შემადგენლობაში, ხოლო მოგვიანებით ბაშკირეთის ასსრ-ის ტამიან-კატაის კანტონში. ბელორეცკის რაიონი დაარსდა 1930 წლის 20 აგვისტოს, როდესაც სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით მოხდა ბაშკირეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანტონებად დაყოფის გაუქმება და როდესაც შეიქმნა 48 რაიონი.

მოსახლეობა რედაქტირება

2010 წლის რუსეთის საყოველთაო აღწერების მიხედვით აქ ცხოვრობენ: რუსები — 59,8 %, ბაშკირები — 30,8 %, თათრები — 6,8 %, სხვა ეროვნების პირები — 2,6  %[1].

ადმინისტრაციული დაყოფა რედაქტირება

ბელორეცკის რაიონში არის 100 დასახლებული პუნქტი, რომლებიც ერთიანდებიან 19 სასოფლო დასახლებაში[2].

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება