ბელა აბზუგი (ინგლ. Bella Abzug; ნამდვილი გვარი — სავიცკი, Savitzky; დ. 24 ივლისი, 1920, ნიუ-იორკი, აშშ, — გ. 31 მარტი, 1998, იქვე) — ამერიკელი იურისტი და პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი.

ბელა აბზუგი

დაიბადა რუსი ებრაელი ემიგრანტების ოჯახში. დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტი (1944). მუშაობდა ადვოკატად, მონაწილეობდა პროფკავშირებთან და სამოქალაქო უფლებებთან დაკავშირებულ ბევრ საქმეში, იცავდა სენატორ ჯოზეფ მაკკარტის ანტიკომუნისტური კამპანიის ფარგლებში ბრალდებულ პირებს. იყო ქალთა რამდენიმე ლიბერალური პოლიტიკური ორგანიზაციის დამაარსებელი და ხელმძღვანელი. 1971-1977 წლებში არჩეული იყო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, სადაც გამოირჩეოდა მგზნებარე გამოსვლებით. იყო ვიეტნამის ომის აქტიური მოწინააღმდეგე და უფლებათა თანასწორობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების, აბორტის უფლების და ბავშვთა დაცვის კანონმდებლობის მხარდამჭერი. შეყვანილია ქალთა დიდების ეროვნულ დარბაზში (1994).

ლიტერატურა რედაქტირება