ბელარუსული სამზარეულო

ბელარუსულ სამზარეულოს უამრავი საერთო აქვს სხვა აღმოსავლეთ, ცენტრალურ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სამზარეულოებთან, ძირითადად შედგება ხორცისაგან და რეგიონისთვის დამახასიათებელი ბოსტნეულისგან. 

ბელარუსული დრანიკი

კერძები რედაქტირება

ბურღულეული რედაქტირება

იქიდან გამომდინარე, რომ ხორბალი კარგად არ იზრდება ცივ კლიმატში, რომელიც ბელარუსისთვისაა დამახასიათებელი, აქ უფრო გავრცელებულია ჭვავის პური. ყველაზე გავრცელებული ტრადიციული ალკოჰოლური სასმელი, ადგილობრივი არაყი (ჰარელკა) გამოხდილია ჭვავისგან.  

ბელარუსული სამზარეულო მდიდარია სხვადასხვა სახეობის ბლინებით, რომელთა უმრავლესობა მზადდება ხორბლის ან წიწიბურის ფქვილით. აქტიურად გამოიყენებოდა შვრიის, ქერის და წიწიბურის ფქვილი ფუნთუშების დასამზადებლად, მაგრამ მსგავსი ტრადიციული კერძების უმრავლესობა აღარ არსებობს.  

ბოსტნეული რედაქტირება

ბელარუსულ კერძებში ყველაზე ხშირად ბოსტნეულიდან გვხვდება კარტოფილი, კომბოსტო და ჭარხალი. ცილების ძირითადი წყაროს წარმოადგენდა პარკოსანი მცენარეები, მაგ. ლობიო.

წვნიანები რედაქტირება

ტრადიციული ბელარუსული წვნიანების უმრავლესობას ეწოდება პოლიუკა, რომელიც მზადდება თევზის ან სოკოების მოხარშვით სანელებლებთან ერთად, თხევადი მასა კი შედგება წყალში შერეული ფქვილის, კვასის და ჭარხლის წვენისაგან. ასევე ამზადებენ შავ პოლიუკასაც, რომელსაც მსგავსი რეცეპტი აქვს, მაგრამ მზადდება ბატის ან ღორის ხორცის სისხლისგან.

აქ ძალიან გავრცელებულია სხვადასხვა სლავური წვნიანი, მათ შორის ბორშიც, მისი ბელარუსული ვერსია არის ცივი ბორში.

ხორცი რედაქტირება

 
შეხვეული ძეხვი

ხორცი მწირი რაოდენობით იყო ბელარუსში, ამიტომ ტრადიციულად მას მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებზე ან ქრისტიანულ არდადეგებზე მიირთმევდნენ. ყველზე გავრეცებული სახეობის ხორცი იყო ღორის ხორცი, განსაკუთრებით მისგან დამზადებული ძეხვი - ღორის ნაწლავები მარილით, წიწაკით და ნიორით[1]. პრიშკა (ან კრივიანკა) იყო ადგილობრივი სისხლიანი ძეხვი, დამზადებული წიწიბურისა და ღორის სისხლისგან. შკალონძა[2] (ან კინძიუკი) არის მრგვალი ძეხვი დამზადებული ღორის კუჭისგან. ასევე გავრცელებული იყო შებოლილი ბატის მკერდი, მაგრამ ეს კერძი დღესდღეობით აღარ არსებობს.

პელმენები რედაქტირება

გავრცელებულია რუსული პელმენის მსგავსი კალდუნი, რომელიც მზადდება აუფუებელი ცომისაგან, ხშირად შევსებული ადგილობრივი სოკოებით და შებოლილი შაშხით.  

ასევე არსებობს კალდუნის ვერსია, რომელიც მზადდება დახეხილი კარტოფილისგან, ფქვილისგან გაკეთებული ცომის ნაცვლად.  

რძის პროდუქტები რედაქტირება

ამზადებენ ტვაროგს -  ერთგვარ თეთრ ყველს, ასევე, არაჟანს, რომელიც აქტიურად გამოიყენება ბელარუსულ სამზარეულოში.  

სასმელები რედაქტირება

 
კვასი

ალკოჰოლური სასმელებისგან აღსანიშნავია ჰარელკა (ადგილობრივი არაყი), რომელიც მზადდება ბირჩის ხის წვენისგან, ან არომატიზებულია ადგილობრივი ბალახით.  

წარსულში ამზადებდნენ თაფლუჭსაც - თაფლის ღვინოს, მაგრამ ეს ტრადიცია დღესდღეობით გაქრა.  

ბელარუსულია კრამბამბულია[3], რომელიც არის წყალში გაზავებული არაყი, თაფლთან, დარიჩინთან და ადგილობრივ სანელებლებთან ერთად.  [4]

ყველაზე გავრცელებული არა-ალკოჰოლური სასმელებია ბურახი, სალადუჩა (სქელი სითხე თაფლისა და ჭვავის ფქვილისგან დამზადებული) და უამრავი სახეობის კომპოტი. აქვთ ადგილობრივი მინერალური წყლებიც.  

სხვა რედაქტირება

ბელარუსში ძალიან გავრცელებულია კარტოფილი და ის მიიჩნევა ადგილობრივი სამზარეულოს ყველაზე დიდ ნაწილად.  

გავრცელებულია სალათებიც, რომელიც ძირითადად შეიცავს მოხარშული ქათმის/ძროხის ხორცს, კარტოფილს, ჭარხალს, სტაფილოს, ყველს, სიმინდის მარცვლებს, ხანდახან თევზს და სოკოებს, დიდი რაოდენობით მაიონეზით ან ზეთით[5].  

მცირე რაოდენობის თევზის კერზებიც გვხვდება ბელარუსში, ძირითადად ვირთევზასგან ან ბალტიისპირეთში არსებული სხვა თევზებისგან დამზადებული. 

სქოლიო რედაქტირება

  1. https://web.archive.org/web/20080630103345/http://autary.iig.pl/bely/www/materyjalnaja/artykuly/kilbasa.htm (ბელარუსული)
  2. კინძიუკის რეცეპტი 2008, at the Wayback Machine: history and description
  3. კრამბაბულიას რეცეპტი (რუსული)
  4. http://sb.by/?area=content&articleID=33845 დაარქივებული 2009-02-21 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
  5. http://rusnewyear.ru/byistryie-retseptyi/salat-belaya-vezha.html დაარქივებული 2011-08-26 საიტზე Wayback Machine. (რუსული)