ბეინბრიჯის კლასის საესკადრო ნაღმოსანი
ბეინბრიჯის კლასი — საესკადრო ნაღმოსნების პირველი კლასი, რომელიც აშშ-ის საზღვაო ძალებისთვის შეიქმნა. მათი წარმოება მიმდინარეობდა 1899–1903 წლებში. ბეინბრიჯის კლასის პირველი გემი აშშ-ის საზღვაო ძალების შემადგენლობაში 1902 წელს შევიდა, სულ 13 ნაღმოსანი შეიქმნა. 1919 წელს პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობის შემდეგ გემები ჩამოწერეს და გაყიდეს. 13 გემიდან ერთ-ერთი შშგ ჩონსი ბრიტანულ სავაჭრო გემთან შეჯახების შედეგად დაიკარგა (ჩაიძირა), ჩამოწერის შემდეგ დარჩენილი 12 გემი გაყიდეს, მათგან 1 ტამპაში, ფლორიდაში მდებარე Denton Shore Lumber Company-მ შეიძინა, დანარჩენი 11 კი მეტალურგიული ქარხნის მფლობელმა ჯოზეფ ჰიტნერმა.
ნაღმოსანი შშგ ბეინბრიჯი
| |
ტიპი: | საესკადრო ნაღმოსანი |
სახელი: | ბეინბრიჯის კლასი |
თანამოსახელე: | კომოდორი უილიამ ბეინბრიჯი |
ოპერატორი: | აშშ-ის საზღვაო ძალები |
მშენებელი: | სხვადასხვა |
მშენებლობა: | 1899–1903 |
ექსპლუატაცია: | 1902–1919 |
დიზაინი რედაქტირება
წარმომავლობა რედაქტირება
ძველი და თანამედროვე წყაროების მიხედვით 1898–1899 წლებში ჩაეშვა 4 ნაღმოსანი: ფარაგუტი, სტრინგჰემი, გოლდსბორო და ბეილი. მათი წყალწყვიდან გამომდინარე (235 ტონიდან 340 ტონამდე) ეს ნაღმოსნები პირველ საესკადრო ნარმოსნებად მიიჩნეოდნენ. მათ შორის ყველაზე დიდი სტრინგჰემი იმ დროის სამეფო ფლოტის საესკადრო ნაღმოსნებთან შედარებით უფრო დიდი იყო[1][2]. თუმცა, 1899 წელს დაიწყო ბეინბრიჯის კლასის გემების მშენებლობა, რომელთა წყალწყვაც 420 ტონას შეადგენდა. სტრინგჰემთან შედარებით ბეინბრიჯის კლასის საესკადრო ნაღმოსნები ბევრად უფრო დიდები იყვნენ, ამავდროულად მათი შეიარაღებაც უფრო მძიმე იყო.
ბეინბრიჯის კლასის გემების წაროება დაიწყო ომის გეგმების კომიტეტის რეკომენდაციით, რომელიც ესპანეთ-ამერიკის ომის შემდეგ 1898 წელს ჩამოყალიბდა. კომიტეტის საქმიანობას წარმოადგენდა ომის გამოძიება, მისი თავმჯდომარე იყო აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მინისტრის მოადგილე თეოდორ რუზველტი. კომიტეტის მიერ მომზადებულ რეკომენდაციაში აღნიშნული იყო აშშ-ის მიერ საკუთარი საესკადრო ნაღმოსნების მშენებლობის აუცილებლობა. მიზეზად დასახელებული იყო საზღვაო ოპერაციებში აშშ-ის გემების (მაგ. ნაღმოსანი პორტერი 265 ტონა წყალწყვით) ნაკლებად ეფექტურობა, ასევე ესპანური საესკადრო ნაღმოსნების (მაგ. ფურორი 370 ტონა წყალწყვით) არსებობა, რომლებიც აშშ-ის ნაღმოსნებთან შედარებით უკეთესები იყვნენ[2]. სამშენებლო სიძნელეების გამო ბეინბრიჯის კლასის გემების მშენებლობა ესპანეთ-ამერიკის ომის მსვლელობისას ვერ მოესწრო, მათი დასრულება მხოლოდ 1901–1902 წლებისთვის მოხერხდა[2] . ამის შემდეგ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის ნაღმოსნები მეორე მსოფლიო ომის პერიოდამდე აღარ შექმნილა. ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, აშშ-ის ფლოტისთვის ახალი ნაღმოსნები შექნეს, თუმცა ახალი გემების დიზაინს საესკადრო ნაღმოსნებთან საერთო აღარაფერი ჰქონდა.
შეიარაღება რედაქტირება
420 ტონა საშუალო წყალწყვით ბეიბრიჯის კლასის საესკადრო ნაღმოსნები წინამორბედ ნაღმოსნებთან შედარებით ორჯერ დიდები იყვნენ. მომატებული წყალწყვით შესაძლებელი გახდა გემების უფრო მძიმედ შეიარაღება, ახალი ტექნიკის დამახმარებით კი გემების სიჩქარე გაუმჯობესდა. მათ თავისუფლად შეეძლოთ გაეწიათ კონკურენცია წინამორბედი გემებისათვის. თუ ნაღმოსნების სიჩქარე 29 კვანძს (54 კმ/სთ) შეადგენდა, ბეინბრიჯის კლასის გემები 28 კვანძს (52 კმ/სთ) ავითარებდნენ, თუმცა ისინი ზომით ნაღმოსნებზე ორჯერ დიდები იყვნენ და შეიარაღებაც უფრო მზიმე ჰქონდათ[2]. ახალი გემები აღჭურვილები იყვნენ ორი 457 მმ-იანი (18 ინჩი) სატორპედო მილისაგან. როგორც აღმოჩნდა დიზაინერებისათვის უფრო მნიშვნელოვანი იყო საქვემეხო შეიარაღების გაზრდა ვიდრე სატორბედო მილების[3] .
ახალი გემები აღჭურვილები იყვნენ ორი 76 მმ-იანი (3 ინჩი) 50 კალიბრიანი და ხუთი 6 გირვანქიანი 57 მმ-იანი (2.2 ინჩი) ქვემეხებით. შესაბამისად ახალი გემების შეაიარაღება წინამორბედებთან (მაგ. ფარაგუტის ოთხი 6 გირვანქიან ქვემეხი) შედარებით ბევრად უკეთესი იყო[4][5]. მათ შეეძლოთ ნაღმოსნები სწრაფად გაენადგურებინათ და არ მიეცათ მათთვის სახაზო გემებთან მიახლოების საშუალება. აღსანიშნავია, რომ საესკადრო ნაღმოსნების მომავალ კლასებში შეიარაღებამ პროგრესულად მოიმატა.
პირველი მსოფლიო ომის დროს, წყალქვეშა ნავების საწინაარმდეგო მისიების დროს ბეინბრიჯის კლასის გემები დამატებით აღჭურვილები იყვნენ ერთი ან ორი სიღრმისეული ჭურვებით[6].
ტექნიკური მხარე რედაქტირება
ბეინბრიჯის გემებში ნახშირის ბოილერებისა და სამმაგი გაფართოების ძრავების საუკეთესო, ხელმისაწვდომი ტექნოლოგია გამოიყენეს. მიუხედავად ამის მომდევნო თაობის გემებში (დაწყებული სმიტის კლასიდან) ორთქლის ტურბინების გამოყენება დაიწყეს. მომავალში, სამხედრო გემების ძრავების ტექნოლოგიურ ევოლუციაში სისწრაფე მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა ყოფილიყო.
- ბეინბრიჯს ჰქონდა Thornycroft-ის ოთხი ბოილერი, რომლებიც 275 ფკდ (1 900 კპა) ორთქლით ამარაგებდნენ ორ სამმაგი გაფართოების ძრავებს. ძრავები ჯამში გამოიმუშავებდნენ 7 000 იცძ-ს (5 200 კვ)[7]. ბეინბრიჯს შეეძლო 8 000 იცძ-ით (6 000 კვ) 28.45 კვანძის (52.6 კმ/სთ) განვითარება. ნახშირის საშუალო მოცულობა 213 ტონას შეადგენდა[2].
ქვეკლასები რედაქტირება
ზოგიერთი წყარო ბეიბრიჯის კლასს სხვადასხვა დამატებით კლასებად ყოფს[8][9][7].
- ჰოპკინზსა და ჰულს ე.წ. კუს გემბანი ჰქონდათ, რის გამოც მათ ჰოპკინზის კლასს მიაკუთვნებდნენ. ორივეს ორი ცალკეული სატორპედო მილი ჰქონდა, თუმცა პირველი მსოფლიო ომის დროს ცალკეული მილები ტყუპი მილებით ჩაანაცვლეს, რის შემდეგაც სატორპედოს მილების რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა[7][10].
- ლოურენსსა და მაკდონაუს კუს გემბანი და გემთსაშენ Fore River-ის ბოილერები ჰქონდათ, ასევე ორივე საესკადრო ნაღმოსანს ბოილერის ოთხივე მილი ჯგუფურად ჰქონდა განლაგებული, რის გამოც მათ ლოურენსის კლასს მიაკუთხვნებდნენ. 1906 წელს წონის ეკონომიის მიზნით ორი დამატებითი 57 მილიმეტრიანი ქვემეხი ორი 3 ინჩიანი ქვემეხით ჩაანაცვლეს[10].
- პოლ ჯონსი, პერი და პრებლი პირველი მსოფლიო ომის დასაწყისისთვის ორი ცალკეული სატორპედო მილის მაგივრად ერთი ტყუფი სატორპედო მილით იყვნენ აღჭურვილები, რის გამოც სავარაუდოდ სამივე საესკადრო ნაღმოსანს პოლ ჯონსის კლასს მიაკუთხვნებდნენ[7].
- სტიუარტი Seabury-ს ბოილერებით იყო აღჭურვილი და გამოცდების დროს 400 ტონა წყალწყვის მქონეთა შორის ყველა სწრაფი აღმოჩნდა სიჩქარით 29.7 კვანძი (55 კმ/სთ), რის გამოც მას სტიუარტის კლასს მიაკუთვნებდნენ[10][2].
სერვისი რედაქტირება
1904–1917 წლებში ბეიბრიჯის კლასის რამდენიმე გემი ფილიპინებში განალაგეს. პირველ მსოფლიო ომში აშშ-ის მონაწილეობის დროს ეს ნაღმოსნები ხმელთაშუა ზღვაში გადაიყვანეს, სხვადასხვა გემების დასაცავად. კლასის სხვა ნაღმოსნები ატლანტის ოკეანეში მსახურობდნენ, ნაწილი აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე მსახურობდა, ნაწილი კი პანამის არხს იცავდა. 1907 წელს საესკადრო ნაღმოსანი ჩონსი ბრიტანულ სავაჭრო გემთან შეჯახების შედეგად დაიკარგა. 1919 წელს კომპიენის ზავის შემდეგ დარჩენილი ნაღმოსნები გაყიდეს, რათა დაეშალათ ან სავაჭრო მიზნებისთვის გამოეყენებინათ.
საესკადრო ნაღმოსნები რედაქტირება
ბეინბრიჯის კლასის 13 საესკადრო ნაღმოსანი[10][11][12][13]:
გემი | მშობლიური სახელი | მშენებლობა | ჩაეშვა | ექსპლუატაცია | ჩამოწერა | ბედი |
---|---|---|---|---|---|---|
შშგ ბეინბრიჯი (DD-1) | USS Bainbridge (DD-1) | 15 აგვისტო 1899 | 27 აგვისტო 1901 | 12 თებერვალი 1903 | 15 სექტემბერი 1919 | შეიძინა ჯოზეფ ჰიტნერმა სავაჭრო გადაზიდვების მიზნით |
შშგ ბარი (DD-2) | USS Barry (DD-2) | 22 მარტი 1902 | 24 ნოემბერი 1902 | 28 ივნისი 1919 | შეიძინა ჯოზეფ ჰიტნერმა | |
შშგ ჩონსი (DD-3) | USS Chauncey (DD-3) | 26 ოქტომბერი 1901 | 21 თებერვალი 1903 | 19 ნოემბერი 1917 (ჩაიძირა) | ჩაიძირა ბრიტანულ სავაჭრო გემთან შეჯახების შედეგად | |
შშგ დეილი (DD-4) | USS Dale (DD-4) | 24 ივლისი 1900 | 13 თებერვალი 1903 | 9 ივლისი 1919 | შეიძინა ჯოზეფ ჰიტნერმა | |
შშგ დეკეიტერი (DD-5) | USS Decatur (DD-5) | 26 სექტემბერი 1900 | 19 მაისი 1902 | 20 ივნისი 1919 | შეიძინა ჯოზეფ ჰიტნერმა | |
შშგ ჰოპკინზი (DD-6) | USS Hopkins (DD-6) | 24 აპრილი 1902 | 23 სექტემბერი 1903 | 20 ივნისი 1919 | შეიძინა Denton Shore Lumber Company-მ | |
შშგ ჰალი (DD-7) | USS Hull (DD-7) | 21 ივნისი 1902 | 20 მაისი 1903 | 7 ივლისი 1919 | შეიძინა ჯოზეფ ჰიტნერმა | |
შშგ ლოურენსი (DD-8) | USS Lawrence (DD-8) | 10 აპრილი 1899 | 7 ნოემბერი 1900 | 7 აპრილი 1903 | 20 ივნისი 1919 | შეიძინა ჯოზეფ ჰიტნერმა |
შშგ მაკდონაუ (DD-9) | USS Macdonough (DD-9) | 10 აპრილი 1899 | 24 დეკემბერი 1900 | 5 სექტემბერი 1903 | 3 სექტემბერი 1919 | შეიძინა ჯოზეფ ჰიტნერმა დაშლის მიზნით |
შშგ პოლ ჯონსი (DD-10) | USS Paul Jones (DD-10) | 20 აპრილი 1899 | 14 ივნისი 1902 | 19 ივლისი 1902 | 15 სექტემბერი 1919 | შეიძინა ჯოზეფ ჰიტნერმა დაშლის მიზნით |
შშგ პერი (DD-11) | USS Perry (DD-11) | 19 აპრილი 1899 | 27 ოქტომბერი 1900 | 4 სექტემბერი 1902 | 2 ივლისი 1919 | შეიძინა ჯოზეფ ჰიტნერმა დაშლის მიზნით |
შშგ პრებლი (DD-12) | USS Preble (DD-12) | 21 აპრილი 1899 | 2 მარტი 1901 | 14 დეკემბერი 1903 | 11 ივლისი 1919 | შეიძინა ჯოზეფ ჰიტნერმა |
შშგ სტიუარტი (DD-13) | USS Stewart (DD-13) | 24 იანვარი 1900 | 10 მაისი 1902 | 1 დეკემბერი 1902 | 9 ივლისი 1919 | შეიძინა ჯოზეფ ჰიტნერმა დაშლის მიზნით |
იხილეთ აგრეთვე რედაქტირება
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
- ბეინბრიჯის კლასის საესკადრო ნაღმოსანი (Destroyers.org) დაარქივებული 2017-10-15 საიტზე Wayback Machine.
- ჰოპკინზის კლასის საესკადრო ნაღმოსანი (Destroyers.org) დაარქივებული 2017-10-19 საიტზე Wayback Machine.
- ლოურენსის კლასის საესკადრო ნაღმოსანი (Destroyers.org) დაარქივებული 2017-10-19 საიტზე Wayback Machine.
- საესკადრო ნაღმოსნების კლასები (Destroyers.org) დაარქივებული 2016-08-13 საიტზე Wayback Machine.
- ბეინბრიჯის კლასის საესკადრო ნაღმოსანი (DestroyerHistory.org)
- ჰოპკინზის კლასის საესკადრო ნაღმოსანი (DestroyerHistory.org)
- ლოურენსის კლასის საესკადრო ნაღმოსანი (DestroyerHistory.org)
- აშშ-ის პირველი საესკადრო ნაღმოსნები (DestroyerHistory.org)
- საესკადრო ნაღმოსნების პოტოგრაფიური ისტორია (NavSource.org)
ბიბლიოგრაფია რედაქტირება
- Bauer, K. Jack (1991). Register of Ships of the U.S. Navy, 1775-1990: Major Combatants. Westport, Connecticut: Greenwood Press. ISBN 0-313-26202-0.
- Friedman, Norman (2004). US Destroyers: An Illustrated Design History (Revised Edition). Annapolis: Naval Institute Press. ISBN 1-55750-442-3.
- Gardiner, Robert (1979). Conway's All the World's Fighting Ships, 1860–1905. New York: Mayflower Books. ISBN 0-8317-0302-4.
- Simpson, Richard V. Building The Mosquito Fleet, The US Navy's First Torpedo Boats. Charleston, South Carolina:Arcadia Publishing, 2001, ISBN 0-7385-0508-0.
- Silverstone, Paul H. (1970). U.S. Warships of World War I. London: Ian Allan. ISBN 0-71100-095-6.
სქოლიო რედაქტირება
- ↑ Gardiner and Chesneau, pp. 90-94, 157-158
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 Friedman, pp. 9-19, 452-453
- ↑ US Navy Torpedo History, part 2. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-15. ციტირების თარიღი: 2016-09-05.
- ↑ DiGiulian, Tony 3"/50 Mk 2 at NavWeaps.com
- ↑ DiGiulian, Tony 6 pdr Mk 1 at NavWeaps.com
- ↑ Friedman, p. 68
- ↑ 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 Gardiner and Chesneau, pp. 157-158
- ↑ DestroyerHistory.org First US destroyers
- ↑ Tin Can Sailors @ Destroyers.org - Destroyer classes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-13. ციტირების თარიღი: 2016-09-05.
- ↑ 10.0 10.1 10.2 10.3 Bauer and Roberts, p. 168
- ↑ DestroyerHistory.org Bainbridge class destroyer
- ↑ DestroyerHistory.org Hopkins class destroyer
- ↑ DestroyerHistory.org Lawrence class destroyer