ბეთქილ შუკვანი

ქართველი ძიუდოისტი

ბეთქილ შუკვანი (თურქ. Bekir Özlü; დ. 30 აგვისტო, 1988, მესტია) — ქართველი ძიუდოისტი (60 კგ). ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ორგზის მონაწილე [2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშებისა (საქართველოს სახელით, მეორე წრე)[1] და 2016 წლის რიო-დეჟანეიროს ოლიმპიური თამაშების მონაწილე (თურქეთის სახელით)]. ევროპის ჩემპიონი (2007, გუნდური ჩათვლა),[1] ევროპის ვიცე ჩემპიონი (2011),[2] ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (2006). კადეტთა შორის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (2004), რიო-დეჟანეიროს გრანს სლემის ჩემპიონი (2012), გრან პრის ორგზის ჩემპიონი და ექვსგზის პრიზიორი.[3] შვიდგზის მსოფლიოსა და ევროპის თასის ჩემპიონი და ექვსგზის პრიზიორი. არის გალათასარაის გუნდის წევრი.[4] არის საქართველოს ჩემპიონი (2009), ექვსგზის პრიზიორი, მე-4 ისლამური სოლიდარობის თამაშების ვერცხლის პრიზიორი (2017),[5] ხმელთაშუა ზღვის თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი (2018), თურქეთის ჩემპიონი (2016). 2015 წლის შემდეგ გამოდის თურქეთის სახელით.[3]

ძირითადი შედეგები რედაქტირება

დისციპლინა ადგილმდებარეობა ტურნირი წონითი კატეგორი ადგილი
ძიუდო
 
სტამბოლი, თურქეთი
ევროპის ჩემპიონატი 2011 -60 კგ  
ძიუდო
 
მინსკი, ბელარუსი
ევროპის გუნდური ჩემპიონატი 2007 -60 კგ  

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 ბეთქილ შუკვანი. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 21 იანვარი, 2020.
  2. ძიუდო. შუკვანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია. ტაბულა (22 აპრილი, 2011). ციტირების თარიღი: 21 იანვარი, 2020.
  3. 3.0 3.1 BEKIR OZLU JUDOKA. www.judoinside.com. ციტირების თარიღი: 21 იანვარი, 2020.
  4. Bekir Özlü Galatasaray’da. www.galatasaray.org (22 მარტი, 2017). ციტირების თარიღი: 21 იანვარი, 2020.
  5. Judo - Men's - 60kg. baku2017.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-25. ციტირების თარიღი: 22 იანვარი, 2020.