ბედნიერი სიკვდილი

წიგნი

„ბედნიერი სიკვდილი“ (ფრანგ. La mort heureuse) — ფრანგი აბსურდისტი მწერლისა და ფილოსოფოსის, ალბერ კამიუს რომანი. წიგნის მთავარი თემაა ბედნიერების სურვილი, ამისთვის დროისა და ფულის აუცილებლობა. მასში ნათლადაა გადმოცემული ავტორის მოგონებები მის პირველ სამსახურთან ალჟირში, ბრძოლასთან ტუბერკიულოზთან და მოგზაურობასთან ევროპაში.

„ბედნიერი სიკვდილი
ფრანგ. La mort heureuse
ავტორი ალბერ კამიუ
ქვეყანა საფრანგეთი
ენა ფრანგული
ჟანრი ეგზისტენციალიზმი, აბსურდიზმი
გამომცემელი გალმიარი
გამოცემის თარიღი 1971
გვერდი 230
მომდევნო უცხო
ISBN 0-679-76400-3

კამიუს რომანის შექმნისა და დამუშავებისათვის ორი წელი დასჭირდა, ეს ყველაფერი 1936-დან 1938 წლამდე მიმდინარეობდა, რის შემდეგაც ავტორმა გადაწყვიტა რომ წიგნი არ გამოექვეყნებინა. კამიუს გარდაცვალებიდან 11 წლის შემდეგ, 1971 წელს, მოთხრობა მკითხველამდე პირველად მივიდა. ერთ წელში, 1972 წელს გამოქვეყნდა მოთხრობის ინგლისური თარგმანიც, რომელზეც რიჩარდ ჰოუარდმა იმუშავა.

„ბედნიერი სიკვდილი“ კამიუს პირველი რომანი იყო, და თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს 1942 წელს, მის მიერ გამოცემული „უცხოს“ წინამორბედად. „ბედნიერი სიკვდილის“ მთავარი პერსონაჟია „პატრის მერსო“, მსგავსად ამისა, „უცხოს“ მთავარი პერსონაჟია „მერსო“.

ვიკიციტატა
„მთავარი გმირის გვარი არის მერსო. მერსო გადავიდა მის რომანში „უცხო“. მაგრამ განსხვავება ტრანსკრიფციაშია: აქ არის Mersault და იქ არის Meursault, u ჩაემატა e-სა და r-ს შორის. ორი ფუძეა: Mer - ზღვა, და Soleil - მზე. ორი, რომელიც მიჰყვება მთელ შემოქმედებას კამიუსი. ორი სიყვარული მერსოსი: ამ მერსოსიც და იმ მერსოსიც. ზღვა, ბუნება, ბუნებასთან ერთიანობა და, ბოლო-ბოლო, მერსო რომ არაბს კლავს „უცხოში“, ერთადერთ ცოდვად მიაჩნია ის, რომ დაარღვია გასროლით სანაპიროზე დღის წონასწორობა, ბუნების წონასწორობა. ეს იყო მისი პირველი ღვთაება, პირველი სიყვარული. ბუნება ადამიანის გარეშე - ეს ლოზუნგი ჰქონდა კამიუს, პირველ კამიუს. თავის ესეებში ამაზე წერს. აი, „უცხოში“ უკვე, u რომ ჩაემატა, მზე დარჩა მზედ, მაგრამ Mer u-ს ჩამატებით გახდა მკვლელობა - Meurtre“. – გიორგი ეკიზაშვილი [1]

არსებობს სხვა მსგავსებაც: ორივეს რომანის მთავარ პერსონაჟს დედა ახალი გარდაცვლილი ჰყავს; პატრისის გოგო-მეგობრები მარტა, კარტინი და ლუსიენა „უცხოში“ ჩანაცვლდნენ მარიშით. სალამანოსა და მის ძაღლს ანაცლებენ კარდონა და მისი ძაღლი. [2] ორივე მათგანი არის ფრანგული წარმოშობის ალჟირელი კლერკი, რომელიც მკვლელობას ჩაიდენს. „ბედნიერი სიკვდილი“ დაწერილია მესამე პირში, განსხვავებით „უცხოსგან“, რომელლიც პირველ პირში დაიწერა.

მიმოხილვა რედაქტირება

რომანი ჯამში 100-მდე გვერდს მოიცავს და ორი ნაწილისაგან შედგება.

პირველი ნაწილი, სახელწოდებით „ბუნებრივი სიკვდილი“, აღწერს პატრის მერსოს უაზრო და მონოტონურ ცხოვრებას, მის მოსაწყენ საოფისე სამსახურს და აზრისგან დაცლილ სასიყვარულო ურთიერთობას. ამ დროს მერსო გაიცნობს მდიდარ ინვალიდს, რონალდ ზაგროსს, რომელიც მერსოს გზას უჩვენებს.

 
„რა თქმა უნდა, კარგად მესმის, რომ მდიდრების უმრავლესობას ბედნიერებაზე არავითარი წარმოდგენა არა აქვს, მაგრამ მთავარი ეს არ არის. ფულის ქონა დროის ქონას ნიშნავს. მუდამ ამ აზრს ვადგავარ. დრო იყიდება. ყოველივე იყიდება. ბედნიერი ხარ ან ხდები, თუკი გაქვს დრო, რომ იყო ბედნიერი, თუკი ამას იმსახურებ“

ზაგროსს საუბარი მიჰყავს იქამდე, რომ მისი ცხოვრება ფუჭი და არაფრისმომცემია, ამიტომ მერსო გადაწყვეტს მოკლას იგი, რათა ამ მდიდარი კაცის ფულით საკუთარი ბედნიერება შექმნას.

მეორე ნაწილი, სახელწოდებით „გაცნობიერებული სიკვდილი“, აღწერს მერსოს მოგზაურობას ევროპაში. მერსო მატარებლით მოივლის ევროპის უამრავ ქალაქს, მაგრამ ვერ მოახერხებს სიმშვიდის პოვნას, რაც მას ალჟირში დაბრუნებას გადააწყვეტინებს. ის დასახლდება სამ მეგობართან ერთად, რომელთაც საერთო მიზანი აერთიანებთ, ბედნიერების მოპოვება სამყაროსგან გამოყოფის გზით. მერსო დაქორწინდება ლუსიენზე, რომელიც არ უყვარს, იყიდის სახლს სოფელში, ზღვის სიახლოვეს, და აქ დასახლდება. მძიმედ დასნეულებელი მერსო, სულიერი სიმშვიდითა ბედნიერებით ეგებება სიკვდილს.

 
„ერთი წუთიც, ერთი წამიც“, - გაიფირა მერსომ. ქვის აღმასვლა დასრულდა და მერსო, ქვათა შორის ქვად ქცეული, სიხარულით გულაღვსილი, უძრავ სამყაროთა ჭეშმარიტებას ეზიარა“

პერსონაჟები რედაქტირება

[3]

  • პატრის მერსო – პროტაგონისტი
  • რონალდ ზაგროსი – მართას მეგობარი, მდიდარი ინვალიდი
  • მართა – პატრის მერსოს მეგობარი გოგონა
  • კარდონა – პატრის მერსოს ყრუ მეზობელი
  • ლუსიენ რეინალი – პატრის მერსოს მეუღლე

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება