ბაჰრეინის მარგალიტების ბილიკი

ბაჰრეინის მარგალიტების ბილიკი — 3,5 კილომეტრის სიგრძის ბილიკი, რომელიც მდებარეობს ბაჰრეინის კუნძულ მუჰარაქზე. ბაჰრეინის ისტორიის უდიდესი პერიოდი ის გამოიყენებოდა მარგალიტის გადამზიდთა მიერ ადრეულ 1930-იან წლებამდე. ეს პროცესი შეწყდა მას შემდეგ, რაც იაპონიასთან კონკურენციის გამო ბაჰრეინის მარგალიტების სავაჭრო ორგანიზაცია გაკოტრდა.

ბაჰრეინის მარგალიტების ბილიკი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ბაჰრეინის დროშა ბაჰრეინი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii
სია [1]
რეგიონი** არაბული სახელმწიფოები
კოორდინატები 26°15′N 50°37′E / 26.25° ჩ. გ. 50.61° ა. გ. / 26.25; 50.61
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2012  (36 სესია)
ნომერი 1364
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1364
ინგლ.რუს.ფრ.

მარგალიტების მოპოვება ბაჰრეინში ძვ. წ. 2000 წლიდან წარმოებდა. მის შესახებ პირველად ასირიულ წყაროებშია მოხსენიებული. ბილიკი მოიცავდა კუნძულის 17 შენობას, მოლუსკების ზღვის პირას მდებარე სამ ადგილს, სანაპიროს ნაწილს და ბუ მაჰირის ციხესიმაგრის ბულვარს მუჰარაქის სამხრეთ ნაწილში. 2012 წლის 30 ივნისს ბილიკი შეიყვანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში. ის გახდა ბაჰრეინისთვის მეორე მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი კალათ-ალ-ბაჰრეინის (ბაჰრეინის ციხესიმაგრის) შემდეგ.

დღეისთვის ბაჰრეინში აკრძალულია ამ მარგალიტებით ვაჭრობა, თუმცა მარგალიტის გადამზიდთა მცირე ნაწილი კვლავაც არის შემორჩენილი.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება