ბახჩალარი

სოფელი საქართველოში, დმანისის მუნიციპალიტეტში

ბახჩალარი[4][5]სოფელი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის დმანისის მუნიციპალიტეტში (იფნარის თემი),[6] მდებარეობს მდინარე გეტის (მდინარე მაშავერის შენაკადი) სათავეში. ზღვის დონიდან 1180 მეტრზე, დმანისიდან დაშორებულია 17 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 149 კაცი.[7]

სოფელი
ბახჩალარი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი დმანისი
თემი იფნარი
კოორდინატები 41°25′00″ ჩ. გ. 44°11′53″ ა. გ. / 41.4169389° ჩ. გ. 44.1983306° ა. გ. / 41.4169389; 44.1983306
ცენტრის სიმაღლე 1180 მეტრი
მოსახლეობა 70 (2014)[1]
ეროვნული შემადგენლობა აზერბაიჯანელები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი (360)[2]
საფოსტო ინდექსი 1710[3]
ბახჩალარი — საქართველო
ბახჩალარი
ბახჩალარი — ქვემო ქართლი
ბახჩალარი
ბახჩალარი — დმანისის მუნიციპალიტეტი
ბახჩალარი

ისტორია რედაქტირება

სოფლის სახელწოდება „ბახჩალარი“ დაფიქსირებულია 1898 წლის რუსეთის ერთვერსიან რუკაზე „Бахчаларъ“ სახით.

ღირსშესანინაობები რედაქტირება

ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი XI საუკუნის, დიდი და კარგად ნაშენი ეკლესია, რომლისაგანაც მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი. კარის არქიტრავის შუაზე გაპობილ ქვაზე 1018 წლის ამოკვეთილ წარწერაზე მოხსენიებულია ეკლესიის მაშენებელი „ცოდვილი მიქელი“.

ლიტერატურა რედაქტირება

  • „მეფისაშვილი რ., „კიდევ ერთხელ ბოლნისისა და დმანისის ძეგლების შესახებ““, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 26 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1971 წელი. — გვ. 17-31

სქოლიო რედაქტირება