ბაღის ტუხტი (ლათ. Althaea rosea) — ლამაზად მოყვავილე დეკორატიული მცენარე ბალბისებრთა ოჯახისა. იზრდება 2,5 მ-მდე. აქვს მთლიანი ან თათიებრ დანაკვთული ფოთოლი, ყვავილი — მარტივი ან ბუთხუზა. ყვავილობს უხვად და ნაირფერად (თეთრი, ვარდისფერი, იისფერი ან მოშავო-მოწითალო).

ბაღის ტუხტი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Althaea rosea

იყენებენ ყვავილნარებსა და გაზონებში მასობრივ ნარგაობად, ყვავილწნულებში, სამკურნალოდ და სამღებრო საქმეში. ღეროს ბოჭკოსაგან ამზადებენ თოკს, ხეზს, ჯვალოს.

ლიტერატურა რედაქტირება