ბაქოს მეტროპოლიტენი

ბაქოს მეტროპოლიტენი
აზერ. Bakı Metropoliteni
ბაქოს მეტროპოლიტენი
ინფორმაცია
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ქალაქი ბაქობაქო
გახსნის თარიღი 6 ნოემბერი 1967
ხაზის სიგრძე 40,3 კმ
სადგურთა რაოდენობა 27
ხაზთა რაოდენობა 4
მგზავრები დღეში 629,315 ათასი[1][2]
მგზავრები წელიწადში 229.7 მილიონი[2]
ხაზების სქემა
ბაქოს მეტროპოლიტენი

ბაქოს მეტროპოლიტენი (აზერ. Bakı metropoliteni) — ქალაქური ტრანსპორტის სახეობა, რომელიც განთავსებულია მიწის ქვეშ ბაქოში (აზერბაიჯანი). ბაქოს მეტროპოლიტენმა მუშაობა დაიწყო 1967 წლის 6 ნოემბერს. 40,3 კმ სიგრძის ხაზებზე 27 სადგურია განლაგებული. ბაქოს მეტროს ყველა სადგური განლაგებულია მიწისქვეშ და ძალიან ღრმა არის. სადგურების უმეტესობას მიწისქვეშა ვესტიბიულები და ქუჩის მიწისქვეშა გადასასვლელებიდან შესასვლელები აქვს. 2019 წლის მონაცემებით, ბაქოს მეტროპოლიტენს ყოველდღიურად 629,315 მგზავრი გადაჰყავდა.[2] ამავე წელს 229.7 მილიონმა ადამიანმა იმგზავრა.[1]

ბაქოს მეტროპოლიტენი
აზი ასლანოვი
აჰმედლი
ხალკლარ დოსტლუგუ
ნეფტჩილერი
ყარა ყარაევი
ქოროღლი
ილდიზი
ბაკმილი
ნარიმან ნარიმანოვი
გენჩლიკი
შაჰ ისმაილ ხათაი
28 მაისი
ჯეფერ ჯაბარლი
ნიზამი განჯევი
საილ
ელმლერ აკადემიასი
იჩერი შეჰერი
ინშაატჩილარი
20 იანვარი
მემარ ეჯემი
მემარ ეჯემი-2
ნესიმი
ავტოვაგზალი
აზადლიქი
დერნეგული

მეტროპოლიტენის ხაზებს ემსახურება ორი დეპო, „ნარიმანოვი“ და ,,ჰოჩასანი". ხაზზე გამოიყენება ხუთვაგონიანი მატარებლები (ძველი ვაგონის ტიპი 81-717/714 და ახალი ვაგონის ტიპი 81-760Б/761Б "Ока" და 81-765/766/767 "Москва").

ისტორია რედაქტირება

რუსეთის იმპერიის ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბაქოს პორტი კასპიის ზღვაში ნავთობის აღმოჩენის გამო დიდი მეტროპოლია გახდა. პირველი გეგმები სწრაფი ტრანზიტის სისტემის თაობაზე 1930 წელს ქალაქის განვითარების ახალი გენერალური გეგმის მიღებით მოხდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მეტროპოლიტენის მშენებლობისთვის საბჭოთა კანონის ფარგლებში მოსახლეობამ მოთხოვნები წამოაყენა. 1947 წელს, საბჭოთა კაბინეტმა გამოსცა განკარგულება მისი მშენებლობის ნებართვის შესახებ. 1949 წელს მეტროს მშენებლობის ბაზის მოწყობა დაიწყო, 1951 წელს კი მშენებლობის პროცესი. 1967 წლის 6 ნოემბერს ბაქოს მეტრო გახდა საბჭოთა კავშირის მეხუთე სწრაფი სატრანზიტო სისტემა[3].

ქალაქის უნიკალური ლანდშაფტის გამო, ბაქოს მეტროს არ ჰქონდა ტიპური სამკუთხა განლაგება და ჰქონდა ორი ელიფტიკური ხაზი, რომლებიც ერთმანეთს კვეთდნენ ქალაქის ცენტრში. ძირითად მარშრუტს საზღვაო სანაპიროდან 500-700 მეტრამდე დაშორებით პარალელური მიდამოები ჰქონდა. 1953 წელს სამშენებლო სამუშაოები დროებით შეჩერდა და განახლდა მხოლოდ 1960 წელს. ამან მნიშვნელოვნად შეაფერხა ბაქოს მეტროს ექსპლუატაციაში გაშვება.

 
1970 წლის ბაქოს მეტროს სისტემა

1966 წელს შეიქმნა ბაქოს მეტროს სამმართველო[3].

1967 წლის 6 ნოემბერს ბაქოში მეტროპოლიტენის პირველი ეტაპის პირველი ნაწილი ამოქმედდა 9.2 კმ სიგრძითა და 5 სადგურით[3] — „ბაქსოვეტი“ (ახლა „იჩერი შეჰერი“) — „ ბაქოს 26 კომისარი“ (ახლა „საჰილი“), „28 აპრილი“ (ახლა „28 მაისი“) — „გენჩლიკი“ — „ნარიმან ნარიმანოვი“. პირველი მემანქანეები იყვნენ სალმან ალექპეროვი და აკიფ მირზოევი[3][4]. 1967 წლის 25 ნოემბრიდან დაიწყო ბაქოს მეტროს რეგულარული მუშაობა[3].

აღსანიშნავია, რომ სამშენებლო სამუშაოების დროს ზოგიერთ ადგილას იყენებდნენ შეღწევის სპეციფიკურ მეთოდებს: ცემენტიზაციას, სილიკატიზაციასა და კესონს. ბეტონის სტრუქტურების, არასტანდარტული აღჭურვილობის, ჩამონტაჟებული ნაწილების ყველა დეტალი დამზადდა რესპუბლიკის მანქანათმშენებელ საწარმოებში[3].

1968 წელს გაიხსნა სადგური „28 მაისი“ „ხათაის“ მიმართულებით. 1976 წელს „28 მაისიდან“ „ნიზამი განჯელის“ მიმართულებით. 1993 წელს ამუშავდა სადგურ „ჯეფერ ჯაბარლის“ პირველი მონაკვეთი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და ყარაბაღის კონფლიქტის დაწყების პერიოდში, რასაც ფინანსური კოლაფსი მოჰყვა, ბაქოს პარალიზება მოახდინა. გარდა ამისა, 1990-იან წლებში ორი კატასტროფა მოხდა: 1994 წლის 19 მარტსა და 3 ივლისს, მეტროში ორი ტერორისტული თავდასხმის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა და 91 ადამიანი დაშავდა. მომდევნო წლის 28 ოქტომბერს ხალხმრავალ მატარებელში მოკლეს 289 ადამიანი და დაშავდა 265. ეს იყო მეტროში მომხდარი მსოფლიოს უდიდესი ტერაქტი.

1990-იანი წლების ბოლოს მშენებლობა განახლდა. პირველი პროექტი იყო „აზი ასლანოვის“ სადგური, რომელსაც ნაწილობრივ აფინანსებდა ევროკავშირი[5]. 2000-იანი წლების შუა რიცხვებში დაიწყო მეორე ხაზის ჩრდილოეთ ნაწილის მშენებლობა. 2008 წლის 9 ოქტომბერს გაიხსნა „ნასიმის სადგური“[6].

ხაზები რედაქტირება

ცხრილში მოყვანილი ფერები შეესაბამება სქემის ხაზების ფერებს.

# სახელწოდება გაიხსნა სადგურები სიგრძე
1 იჩერი შეჰერი-აზი ასლანოვი 1967 13 20,1 კმ
2 შაჰ ისმაილ ხათაი-დერნეგულ 1976 10 14,5 კმ
3 ავტოვაგზალი-8 ნოემბერი 2016 3 3,5 კმ
სულ: 26 38,1 კმ

სადგურების გახსნის ქრონოლოგია რედაქტირება

სეგმენტის გახსნის თარიღი სიგრძე
იჩერი შეჰერი-ნარიმან ნარიმანოვი 6 ნოემბერი, 1967 6,5 კმ
28 მაისი-შაჰ ისმაილ ხათაი 22 თებერვალი, 1968 2,3 კმ
ნარიმან ნარიმანოვი-ილდიზ 5 მაისი, 1970 2,1 კმ
ნარიმან ნარიმანოვი-ბაკმილი 25 სექტემბერი, 1970 (რეკონსტრუქცია 1978-79) 0,5 კმ
ილდიზი-ნეფტჩილერი 7 ნოემბერი, 1972 5,3 კმ
28 მაისი-ნიზამი განჯევი 31 დეკემბერი, 1976 2,2 კმ
ნიზამი განჯევი-მემარ ეჯემი 31 დეკემბერი, 1985 6,5 კმ
ნეფტჩილერი-აჰმედლი 28 აპრილი, 1989 3,3 კმ
ჯეფერ ჯაბარლი 27 დეკემბერი, 1993 0,15 კმ
აჰმედლი-აზი ასლანოვი 10 დეკემბერი, 2002 1,4 კმ
მემარ ეჯემი-ნესიმი 9 გჷმათუთა, 2008 2,1 კმ
ნესიმი-აზადლიქი 30 დეკემბერი, 2009 1,3 კმ
აზადლიქი-დერნეგულ 29 მანგი, 2011 1,5 კმ
მემარ ეჯემი-2-ავტოვაგზალი 19 აპრილი, 2016 2,1 კმ
ავტოვაგზალი-8 ნოემბერი 29 მაისი, 2021 1,4 კმ
სულ: 26 სადგურები 38,1 კმ

გაფართოების გეგმები რედაქტირება

დღეისათვის დაგეგმილია რამდენიმე გაფართოების პროექტი, რომელთაგან ორი მშენებარეა. 2011 წელს, ბაქოს მეტროს მთავარმა ხელმძღვანელმა, თაღი აჰმადოვმა განაცხადა, რომ 2030 წლისთვის 76 ახალი სადგურის მშენებლობა იგეგმება[7]. ამჟამად მიმდინარეობს რვა სადგურის მშენებლობა. ერთ-ერთი სადგურის მშენებლობის დასრულება იგეგმება 2019 წლისთვის[8].

მეწამული ხაზის პირველი ფაზის სიგნალიზაცია და სატელეკომუნიკაციო სისტემები Thales Group-ის მიერ იქნება განახლებული.

2013 წლის აგვისტოში მეორე ხაზის მშენებლობა (მწვანე ხაზი), ხათაისა და აზი ასლანოვს შორისა და ნობელის გამზირის გასწვრივ დაიწყო ფრანგულ-უკრაინული კონსორციუმის მიერ[9].

2016 წლის 19 აპრილს მეტროს მესამე - მეწამული ხაზი გაიხსნა ორი სადგურით „ავტოსადგური“ და „მემარ აჯემი“[10]. ბაქოს მეტრო აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით. სადგურები აღჭურვილია თანამედროვე პლატფორმებით, ესკალატორებით, ასევე ახალი სიგნალიზაციითა და კონტროლის სისტემებით.

მუშაობა რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ მწვანე ხაზი 1968 წელს გაიხსნა, მისი მთავარი ნაწილი (10 სადგურიდან 8) ფუნქციონირებს წითელ ხაზში - ჩანგლის მოძრაობის პრინციპით. მატარებლები „აზი ასლანოვიდან“ – „28 მაისამდე“ ერთად მიდიან, ხოლო „28 მაისიდან“ უკვე იმიჯნებიან: ერთი მატარებელი მიდის სადგურ „იჩერი შეჰერამდე“, მეორე - სადგურ „დარნაგულამდე“.

„ჯეფერ ჯაბარლისა“ და „შაჰ ისმაილ ხათაის“ სადგურებს შორის თითოეულ გზაზე 2 მაქო მოძრაობს. ასეთი საგზაო სქემა ახსნილია იმ ფაქტით, რომ ჯერ კიდევ არ არის აშენებული სადგურების “ჯეფერ ჯაბარლის” და “ნიზამისთან” დაკავშირებული მიწისქვეშა გზები. მათი მშენებლობის დასრულების შემდეგ, ასევე „დარნაგულის“ დეპოს ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ შეიცვლება საგზაო სქემა, რათა საბოლოოდ გაიყოს მწვანე და წითელი ხაზები[11].

ამ დროისთვის, მაქო ასევე მოძრაობს სადგურებზე „ავტოსადგური“ და „მემარ აჯემი-2“. „ჯეიჰუნ სალიმოვის“, „ჯალილ მამმადგულეზადას“ და „ზამთრის ბულვარის“ სადგურების ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ისინი მეწამული ხაზის გასწვრივ გადაადგილდებიან.

„ბაქმილის“ სადგურზე მატარებელი იგზავნება დამტკიცებული გრაფიკით, დაახლოებით 25 წუთში ერთხელ.

მოძრავი შემადგენლობა რედაქტირება

ბაქოს ემსახურება ორი დეპო. პირველი მდებარეობს ბაქმილის სადგურის გვერდით და არის ნარიმან ნარიმანოვის სახელობის. მეორე დეპო სადგურ ჰოჩასანთან მდებარეობს და ამავე სახელს ატარებს. 2005 წლის იანვრის მონაცემებით, სისტემას ჰქონდა 228 ვაგონი. მოდელების ადრეული კომპლექტი მოიცავს ძველ Еж3 და Ем-508 ტიპებს. უმეტესწილად 81-717 / 714 ტიპის მატარებლებს. ვაგონების მოდერნიზაცია ხდებოდა თბილისის მეტროს გლდანის დეპოს მახლობლად, 2016 წლიდან ყველა არამოდერნიზებული ვაგონი გადის მოდერნიზაციას დეპოში.[წყარო არ არის მითითებული 422 დღე]

2018 წელს ბაქოს მეტროს ახალი მატარებლები შეიძინეს მოსკოვის მახლობლად, ქალაქ მიტიშჩიში მდებარე „მეტროვაგონმაშის“ სარკინიგზო ქარხნიდან. მატარებლები დამზადდა უჟანგავი ფოლადისგან და აღჭურვილია კონდიციონერებით, ასევე USB დამტენებით[12].

Метровагонмаш-ისა და Alstom- ის მიერ შემუშავებული ტიპის 81-760А/761А "Ока" პირველი მოძრავი შემადგენლობა ჩამოვიდა 2014 წელს, მაგრამ პრობლემების გამო ისინი ექსპლუატაციიდან მალე გამოვიდნენ. 2016 წელს ჩამოვიდა ახალი 81-760Б/761Б მოდიფიკაცია, და ამჟამად ცვლის ძველ 81-717 / 714 მოდელს[13].

2019 წელს, ჩამოვიდა ახალი მოძრავი შემადგენლობა Метровагонмаш-ისგან 81-765/766/767 კოდური სახელით "მოსკვა" (Москва)

2017 წლის 6 ნოემბერს ბაქოს მეტროს 50 წლისთავისადმი მიძღვნილი რეტრო ვაგონების პრეზენტაცია გაიმართა[14].

მგზავრობის ღირებულება რედაქტირება

მგზავრობის ღირებულების კონტროლი ტარდება ტურნიკეთებით, რომლებიც სადგურის შესასვლელთან დგანან. გადახდის დღევანდელი სისტემა 2010 წლიდან შემოვიდა. 2015 წლიდან შემოღებულ იქნა სამოგზაურო ბარათები „BakıKart“, რომელიც მრავალჯერადი და ერთჯერადი ტიპისაა. მრავალჯერადი მოხმარების ტიპის ბარათის ღირებულება 2 მანათია და ერთჯერადის 20 კაპიკი. მგზავრობის ღირებულება შეადგენს 30 კაპიკს[15].

 
BakuCard

გალერეა რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

მეტროპოლიტენთა სია

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 ОСНОВНЫЕ ТЕХНИКО-ЭКСПЛУАТАЦИОННЫЕ ХАРАКТЕРИСТИКИ МЕТРОПОЛИТЕНОВ ЗА 2019 ГОД. ru (pdf). Международная Ассоциация "Метро" (2014). ციტირების თარიღი: 2015-05-13. (რუსული)
  2. 2.0 2.1 2.2 Ötən il Bakı metrosu ilə 222 mln. sərnişin daşınıb.. Azəri Press Agentliyi (APA) (2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-07. ციტირების თარიღი: 2016-01-21. (აზერბაიჯანული)
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 Современный Баку
  4. Открытие Бакинского метрополитена
  5. OPENING CEREMONY OF THE BAKU METRO STATION “HAZI ASLANOV” HELD - azertag.az
  6. President Ilham Aliyev inaugurated the new metro station “Nasimi” on October 9, 2008 - azertag.az
  7. Over 70 underground stations to be built in Baku დაარქივებული 2018-11-10 საიტზე Wayback Machine. - news.az
  8. В Баку ожидается открытие новой станции метро - oxu.az
  9. Construction of new section in Green Line of Baku Metro starts
  10. Баку: открылась третья линия метро с двумя новыми станциями: "Мемар Аджеми-2" и "Автовокзал"
  11. Схема путевого развития Бакинского метрополитена
  12. В бакинском метро теперь можно будет заряжать телефон - სპუტნიკ აზერბაიჯანი
  13. Bakı metrosunun yeni vaqonları - oxu.az
  14. President Ilham Aliyev reviews retro carriages in Baku Metro - report.az
  15. Bakı metropoliteni. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-07. ციტირების თარიღი: 2018-08-28.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება