ელექტრული ბატარეა (ფრანგ. batterie) — რამდენიმე (ორი ან მეტი) ერთმანეთთან პარალელურად ან მიმდევრობით დაკავშირებულ, ერთჯერად ან დატენვად გალვანურ ელემენტთა ჯგუფი. განკუთვნილია ისეთი დენის ძალის, ძაბვის, ელექტრული მუხტის ან სიმძლავრის მისაღებად, რომლის მოცემა ერთ ელექტრულ ელემენტს არ შეუძლია. აკუმულატორების პარალელური შეერთების დროს აკუმულატორის ბატარეის ძაბვა (ემძ) ცალკეული ელემენტის ძაბვის ტოლია, ხოლო საერთო ელექტრული მუხტი ყველა აკუმულატორის ელექტრული მუხტების ჯამია. მიმდევრობითი შეერთებისას ჯამდება ემძ. შერეულ შეერთებას მიმართავენ აკუმულატორის ბატარეის ელექტრული მუხტისა და ემძ-ის გასადიდებლად. აკუმულატორული ბატარეა მუდმივი დენის წყაროა.

გალვანური ერთჯერადი ელემენტები, მრავალჯერადი აკუმულატორები და მათი ბატარეები

გალერეა რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: