ბასტერი (ინგლ. Bassterre; სენტ-ქრისტოფერი) — სენტ-კიტსი და ნევისის დედაქალაქი. 2005 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 15 500 ადამიანს შეადგენს. ბასტერში მდებარეობს ქვეყნის უდიდესი ნავსადგური, ზღვის მეშვეობით ხორციელდება დაკავშირება ქვეყნის სიდიდით მეორე კუნძულ ნევისთან. ეს ქალაქი სენტ-ჯორჯ-ბასტერის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი და უდიდესი დასახლებული პუნქტია, ბასტერიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს სენტ-პიტერ-ბასტერის ოლქი.

ბასტერი
ინგლ. Bassterre

ქალაქის პანორამა
ქვეყანა სენტ-კიტსისა და ნევისის დროშა სენტ-კიტსი და ნევისი
კოორდინატები 17°18′00″ ჩ. გ. 62°44′00″ დ. გ. / 17.30000° ჩ. გ. 62.73333° დ. გ. / 17.30000; -62.73333
დაარსდა 1627
ფართობი 6,1 კმ²
ცენტრის სიმაღლე 15
მოსახლეობა 15 500 კაცი (2005)
სიმჭიდროვე 2541 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-4
ბასტერი — სენტ-კიტსი და ნევისი
ბასტერი

ბასტერი არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქალაქი მთელს მცირე ანტილის ტერიტორიაზე.

ბასტერი პირველად დაარსებული იქნა 1627 წელს ფრანგების მიერ. ეს ადგილი ფრანგული კოლონიის სენტ-ქრისტოფერის ადმინისტრაციული ცენტრი იყო. 1727 წლიდან ფრანგი კოლონისტები ინგლისელებმა შეცვალეს. ქალაქ ბასტერს გააჩნია ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ისტორია, სხვა კარიბულ დედაქალაქებთან შედარებით. აქ მრავალი წელი გრძელდებოდა კოლონისტთა შორის ბრძოლები და დაპირისპირებები, ხშირი იყო მიწისძვრები და საჭმლის დეფიციტი. ეს ყველაფერი ადგილობრივ მცხოვრებლებზე ტრაგიკულად მოქმედებდა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება