ბარომეტრი (ძვ. ბერძნ. βάρος — „სიმძიმე“ და μετρέω — „ვზომამ“) — ატმოსფერული წნევის საზომი მოწყობილობა. ვერცხლისწყლის ბარომეტრი 1644 წელს იტალიელმა ევანჯელისტა ტორიჩელიმ შექმნა[1][2][3]. თუმცა, არსებობს ვარაუდები, რომ იტალიელმა მათემატიკოსმა და ასტრონომმა გასპარო ბერტიმ შემთხვევით შექმნა წყლის ბარომეტრი, დაახლოებით 1640-1643 წლებში.[1][4] 1631 წელს ფრანგმა მეცნიერმა და ფილოსოფოსმა რენე დეკარტმა წარმოადგინა ატმოსფერული წნევის საზომი მოწყობილობის პროექტი, თუმცა არ არსებობს რამე დადასტურება იმისა, რომ ამ პერიოდში მოქმედი ბარომეტრი არსებობდა.[1]

ვერცხლისწყლიანი ბარომეტრები

სითხიან ბარომეტრებში წნევა განიზომება მილში არსებული სითხის სიმაღლით. ვერცხლისწყლიანი ბარომეტრები სხვა ბარომეტრებზე უფრო ზუსტია და მეტეოსადგურების მიერ გამოიყენება.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 The Invention of the Barometer. Islandnet.com. ციტირების თარიღი: 2010-02-04.
  2. History of the Barometer. Barometerfair.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-09-25. ციტირების თარიღი: 2010-02-04.
  3. Evangelista Torricelli, The Invention of the Barometer. Juliantrubin.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 February 2010. ციტირების თარიღი: 2010-02-04.
  4. Drake, Stillman (1970). „Berti, Gasparo“. Dictionary of Scientific Biography. 2. New York: Charles Scribner's Sons. pp. 83–84. ISBN 0-684-10114-9.