ბარდი (კელტური bardos-იდან, შეესიტყვება წინაინდოევროპული gwerh-ს, რაც საქვეყნოდ თქმას, სიმღერით გადმოცემას ნიშნავს. შდრ. სახალხო მთქმელი) იგივეა რაც მგოსანი, სახალხო მთქმელი, მეროჭიკე.

კონკრეტული მნიშვნელობა ქვეყანაზე და ეპოქაზეა დამოკიდებული. კელტი ხალხი ბარდებს მგოსან-მემატიანე დრუიდების ერთ ნაწილს უწოდებდა. XV საუკუნის შუა ხანებიდან სიტყვა ბარდი გელური ენიდან ინგლისურის შოტლანდიურ დიალექტში გადავიდა მოხეტიალე მუსიკოსის აღსანიშნად.

სიტყვა ბარდის არსებობის ახალი ერა ინგლისურ ლიტერატურაში რომანტიზმის ეპოქის დადგომამ განაპირობა. ბარდობის ინსტიტუტს ბევრი ინგლისელი პოეტი უმღერდა, მათ შორის სერ უოლტერ სკოტი. ბარდის ეპითეტი შექსპირსა და ბერნსს აქვთ მინიჭებული.