ბარბაქოა (ესპანურად: Barbacoa) — ხორცის მომზადების ფორმა, რომელიც წარმოიშვა არავაკზე მოსაუბრე კარიბის ზღვის ტაინოელ ხალხთან ერთად. სწორედ აქედან მომდინარეობს ტერმინი ,,მწვადი" უამარავ ენაზე, იგივე ბარბექიუ.[1] თანამედროვე მექსიკაში, ჩვეულებრივ, ეს ტერმინი მოიცავს ხორცს ან მთლიან ცხვარს ან მთლიან ცხვარს, რომელიც ნელ ცეცხლზე, ღია სივრცეშია მომზადებული. გარე ცეცხლი ტრადიციულად, მიწაში გათხრილი ხვრელია, რომელიც დაფარულია აგავას ფოთლებით. დღესდღეობით ბარბაქოას ეს განმარტებები დაკარგულია და ორთქლზე მომზადებულ ხორცს ნიშნავს. ეს ხორცი ცნობილია მაღალი ცხიმის შემცველობითა და ძლიერი არომატით, რომელსაც ხშირად უმატებენ ხახვს.

ბარბაქოა

ადაპტაცია რედაქტირება

აშშ-ში ბარბაქოას ხშირად ამზადებენ საქონლის თავების ნაწილებით, მაგალითად, ლოყებით. ჩრდილოეთ მექსიკაში ის ზოგჯერ ძროხის თავისგან მზადდება, მაგრამ უფრო ხშირად ის თხის ხორცს (კაბრიდოს) მოიცავს. ცენტრალურ მექსიკაში არჩეული ხორცი ცხვრის ხორცია, ხოლო იუკატანის ნახევარ- კუნძულზე ყველაზე გავრცელებული ღორის დამუშავებული ხორცია (კოჩინიტა პიბილი).

 
ბარბაქოას ტაკო

ტეხასის შემდეგ ბარბაქოა ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ რეგიონებში გავრცელდა. სიტყვა გადატრანსფორმირდა და ბარბექიუ ეწოდა.[2] ბარბაქოა იყიდება მხოლოდ შაბათ-კვირას ან დღესასწაულებზე სამხრეთ ტეხასის გარკვეულ ნაწილებში და მთელ მექსიკაში. ბარბაქოა ასევე პოპულარულია ფლორიდაში, რადგან აქ მექსიკელი მიგრანტების დიდი რაოდენობაა თავმოყრილი. ბარბაქოა ასევე კარგად არის ცნობილი ჰონდურასში.

ფილიპინებში მსგავსი სტილის კერძს, ვისაიურ ბალბაქუას სახელი ოფიციალურად შეეცვალა და ბარბაქოა დაერქვა. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, მომზადების ხანგრძლივობის მსგავსება და ხორცის მსგავსი სტრუქტურაა. ეს სულ სხვა კერძია. ლათინური ამერიკის ვერსიებისგან განსხვავებით, ეს არის ძროხის ხორცის სხვადასხვა ნაწილების ერთობლიობა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში იხარშება, მანამ სანამ ჟელატინის კონსისტენციის და ძალიან ნაზი არ გახდება.[3][4]

ტრადიციები რედაქტირება

ბარბაქოას ჭამის ტრადიციული მექსიკური მეთოდია მისი მირთმევაა თბილ სიმინდის ტორტილაზე, სალსას სოუსთან ერთად. სალსას სოუსი მასში არომატის მისაცემად გამოიყენება. ტაკოს ხშირად მიირთმევენ კუბიკებად დაჭრილ ხახვთან, დაკეპილ სილანტროსა და ლაიმის წვენთან ერთადაც.

 
მაგუეის ფოთლები, რაც ბარბაქოას მოსამზადებლად გამოიყენება

სპეციფიკური ბარბაქოასთვის, ოაქსაკის რეგიონში, დამატებით იყენებენ ერთ მექსიკურ კერძსაც. ეს კერძი ცნობილია როგორც ,,იიკი". ეს არის ჩაშუშული სიმინდის კუბიკები წყალთან და სანელებლებთან, ასევე ცხარე წიწაკებთან ერთად. იგი ხშირად მოიცავს ავოკადოს ფოთლებს, მარილს და სხვა სანელებლებს, რომლებიც მხოლოდ ოაქსაკაში მოჰყავთ და სხვა არცერთი რეგიონისთვის არაა დამახასიათებელი. . ამ კერძის დამზადების პროცესი იწყება მისი მირთმევამდე ერთი ღამით ადრე. ეს მის დასარბილებლად ხდება. ის ასევე ზედაპირზე თხელ ფენას წარმოქმნის, რაც ადამიანს უკეთ დაღეჭვაში ეხმარება. ეს კერძი ძალიან უნიკალური შესახედაობის და გემოსია. კერძის სრულყოფილების მიზნით, შესაძლებელია მას ცხვრის ღვიძლი დაემატოს სურვილისამებრ.

ეტიმოლოგია რედაქტირება

ითვლება, რომ სიტყვა ბარბაკოა წარმოშობილია ტაინოდან (დომინიკელთა რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილიდან):

Pero tomemos el vocablo barbacoa, cuyo origen arau[a]co (específicamente, taíno) es conocido gracias a las descripciones de Gonzalo Fernández de Oviedo en su Historia natural y general de las Indias, quien testimonia dos de sus acepciones.[5]

როდესაც ვიღებთ ტერმინს „ბარბაქოა", რომელიც წარმოიშვა არავაკიდან (კერძოდ, ტაინოს ენადან), ეს ცნობილია გონსალო ფერნანდეს დე ოვიედოს თხზულებების წყალობით, რომელიც გაერთიანებულია ინდიელთა ისტორიაში. აქ ამ ტერმინის ორი მნიშვნელობაა აღწერილი.

სქოლიო რედაქტირება

  1. The Great American Barbecue and Grilling Manual by Smoky Hale. Abacus Publishing, 2000. ISBN 0-936171-03-0
  2. "Barbecue | Define Barbecue at Dictionary.com". Dictionary.reference.com. Archived from the original on 8 April 2010. Retrieved 2010-04-04.
  3. "Balbacua". Panlasang Pinoy. Retrieved 2 August 2015.
  4. "Lanciao & Balbacua". Market Manila. Retrieved 2 August 2015.
  5. "IV CILE. Paneles y ponencias. Eusebio Leal Spengler" დაარქივებული 2019-03-01 საიტზე Wayback Machine. . Congresosdelalengua.es. Archived from the original on 11 April 2010. Retrieved 2010-04-04