ბანტენი — პროვინცია ინდონეზიაში. მდებარეობს კუნძულ იავის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში. წარსულში მიეკუთვნებოდა დასავლეთ იავის პროვინციას, თუმცა 2000 წელს ცალკე პროვინცია გახდა. დედაქალაქია სერანგი. საკმაოდ მნიშვნელოვანია პროვინციის როლი, რადგან ის სუმატრასთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის როლს თამაშობს. განსხვავებულია მისი კულტურაც. ბოლო წლებში, ჩრდილოეთი ნაწილი, განსაკუთრებით კი ჯაკარტის სიახლოვესა და იავის ზღვის სანაპირო ზოლში განიცდის დემოგრაფიულ აფეთქებას და ინტენსიურ ურბანიზაციას, მაშინ როდესაც სამხრეთი ნაწილი, განსაკუთრებით ინდოეთის ოკეანის სანაპირო ზოლი ძველისძველ ტრადიციულ ხასიათს ინარჩუნებს. ამჟამად ბანტანში 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

პროვინცია
ბანტენი
სუნდ. Banten
დროშა გერბი


Iman Taqwa
ქვეყანა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
ადმ. ცენტრი სერანგი
შიდა დაყოფა ჩილეგონი[1] [2] , Lebak Regency[1] [2] , Pandeglang[1] [2] , Serang[1] [2] , სერანგი[1] [2] , Tangerang[1] [2] , ტანგერანგი[1] [2] და სამხრეთი ტანგერანგი[1] [2]
კოორდინატები 6°30′00″ ს. გ. 106°15′00″ ა. გ. / 6.50000° ს. გ. 106.25000° ა. გ. / -6.50000; 106.25000
მმართველი Wahidin Halim
დაარსდა 2000[3]
ფართობი 9163 კმ²
ოფიციალური ენა ინდონეზიური ენა, იავური ენა და სუნდური ენა
მოსახლეობა 10 644 030[4] კაცი (2010)
სიმჭიდროვე 1200 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+07:00]]
საფოსტო ინდექსი 10xxx, 40xxx,
საავტომობილო კოდი A და B
ოფიციალური საიტი bantenprov.go.id

პროვინციის ფართობი 9163 კმ²–ია და შედგება 4 ქალაქისა და 4 რაიონისაგან.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება