ბანოშისწყალი

მდინარე საქართველოსა და სომხეთში

ბანოშისწყალი (სომხ. Ծոփագետ [წოპაგეტ]) — მდინარე საქართველოსა და სომხეთში. მოქცეულია მარნეულის მუნიციპალიტეტისა და ლორეს პროვინციის ტერიტორიაზე.[1] მდინარე დებედის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს ლოქის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, ლალვარის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე.[2] საქართველოს საზღვრებში შემოდის სოფელ ხოჯორნის სიახლოვეს. სიგრძე 20,4 კმ, აუზის ფართობი 89,1 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნები ზაფხულ-შემოდგომაზე. ზამთარში წყალმცირეა. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 27 მ³/წმ.[3]

ბანოშისწყალი
სომხ. Ծոփագետ
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სომხეთის დროშა სომხეთი
ტერიტორიული ერთეულები ქვემო ქართლის მხარე
ლორეს პროვინცია
მარჯვენა შენაკადები ბურდაძორი
სათავე ლოქის ქედი
41°11′11″ ჩ. გ. 44°37′03″ ა. გ. / 41.186528° ჩ. გ. 44.617583° ა. გ. / 41.186528; 44.617583
სათავის მდებარეობა სომხეთი
შესართავი დებედა
41°15′23″ ჩ. გ. 44°48′06″ ა. გ. / 41.256444° ჩ. გ. 44.801889° ა. გ. / 41.256444; 44.801889
შესართავის მდებარეობა საქართველო
სიგრძე 20,4 კმ
აუზის ფართობი 89,1 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 27 მ³/წმ
ბანოშისწყალი — საქართველო
ბანოშისწყალი
ბანოშისწყალი
ბანოშისწყალი — ქვემო ქართლი
ბანოშისწყალი
ბანოშისწყალი
— სათავე, — შესართავი

სქოლიო რედაქტირება

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 31.
  2. Топографическая карта K-38-102 - 1 : 100 000. Алаверди. 1976
  3. ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 349.