ბანდიაგარა — ესკარპები მალიში, მოპტის რეგიონში. ქვიშაქვის ეს კლდეები აღმართულია ქვიშიანი ვაკის ზედაპირიდან 500 მეტრის სიმაღლეზე. მისი სიგრძე დაახლოებით 150 კმ-ია. ესკარპების არეალი დღეს დოგონების ხალხითაა დასახლებული. დოგონებამდე აქ ტელემეს და ტოლოის ხალხი ცხოვრობდა. 1989 წლიდან არეალი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

ბანდიაგარას კლდეები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა მალის დროშა მალი
ტიპი შერეული
კრიტერიუმები v, vii
სია [1]
რეგიონი** აფრიკა
კოორდინატები 14°21′32″ ჩ. გ. 3°35′42″ დ. გ. / 14.35889° ჩ. გ. 3.59500° დ. გ. / 14.35889; -3.59500
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1989  (მე-13 სესია)
ნომერი 516
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 516
ინგლ.რუს.ფრ.

ბანდიაგარას კლდეები ქვიშაქვის მთაგრეხილის ჯაჭვს წარმოადგენს, რომელიც გრანდამიას მასივში იშლება. მასივის დასასრულთან მდებარეობს ჰომბორი 1155 მეტრიანი მალის უმაღლესი მწვერვალი.

მისი არქეოლოგიური, ეთნოლოგიური და გეოლოგიური მახასაითებლების გამო, არეალი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავია დასავლეთ აფრიკაში.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება