ბანგვეთის წმინდა გიორგის ეკლესია

ბანგვეთის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანგვეთში.

აღწერა რედაქტირება

ბანგვეთის წმინდა გიორგის ეკლესია მცირე ზომის დარბაზული ტაძარია, რომელიც საკმაოდ დაზიანებული სახითაა შემორჩენილი. გადახურვა მთლიანად ჩანგრეულია. ჩრდილო კედელი მთელ სიმაღლეზეა შემონახული. იქ კამარის მცირე ფრაგმენტიც იკითხება. ეკლესია ნაშენია დიდი ზომის შირიმის კვადრებით, წყობის თარაზულობა დაცულია. კარი დასავლეთიდანაა. დარბაზის გეგმა სწორკუთხაა, რომელიც აღმოსავლეთით ვიწრო მხრებით გამოყოფილი ნახევარწრიული აფსიდით ბოლოვდება. შიდა სივრცის მოცულობა პატარაა, შიდა კედლების პერანგი შირიმის კვადრებითაა აყვანილი. საკურთხევლის გვერდითა კედლებზე კვადრატული ნიშებია მოწყობილი. აფსიდის ღერძზე სარკმლის ფრაგმენტია შემორჩენილი, რომლის ფორმის დადგენა ძნელია. ძეგლის დასავლეთით, 2-3 კმ მეტრში, მიწის პირის დონეზე, კედლის წყობის ფრაგმენტები იკითხება. დანიშნულების დადგენა რთულია.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9670