ბამბიქულა (ლათ. Salvia aethiopis L.) — 20-100 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე. მთელი მცენარე მოფენილია თეთრი, მატყლისებური ბეწვით, ძირიდანვე დატოტვილია. ფესვთანური ფოთლები როზეტულია, კვერცხისებური ან რომბისებურ-ელიფსური. კიდეებზე არათანაბრად ამოღრღნილი, დანაოჭებული ზეპადირით. ღეროსეული ფოთლები პატარაა, სულ ზედა ფოთლები ღერომხვევია, გულისებური ფორმის. ყვავილედი სწორად მდგომი საგველაა. გვირგვინი თეთრი ფერისაა. იზრდება სტეპებში, ველებზე, ხნულებსა და ქვიან ადგილებში.

ბამბიქულა
ბამბიქულა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  შროშანისნაირნი
ოჯახი:  ტუჩოსანნი
გვარი:  სალბი
სახეობა:  ბამბიქულა
ლათინური სახელი
Salvia aethiopis (L.)

გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • სუხიტაშვილი კ., საქართველოს მცენარეები, თბ., 2022, გვ. 412