ბაიკალსკი

ქალაქი რუსეთში, ირკუტსკის ოლქში

ბაიკალსკი (რუს. Байкальск) — ქალაქი რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, ბაიკალის ტბის სამხრეთ ნაპირზე.

ქალაქი
ბაიკალსკი
რუს. Байкальск
დროშა

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ოლქი ირკუტსკი
მუნიციპალიტეტი სლიუდანკა
კოორდინატები 51°31′02″ ჩ. გ. 104°09′22″ ა. გ. / 51.51722° ჩ. გ. 104.15611° ა. გ. / 51.51722; 104.15611
დაარსდა 1961
ამჟამინდელი სტატუსი 1966
ფართობი 819.25 კმ²
ცენტრის სიმაღლე 460 მეტრი
მოსახლეობა 12 738 კაცი (2017)
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 39542
საფოსტო ინდექსი 665930 და 665932
ბაიკალსკი — რუსეთი
ბაიკალსკი

ქალაქში მდებარეობს რკინიგზის სადგური ირკუტსკ—ულან-უდეს ხაზზე. ბაიკალსკში გადის მოსკოვ—ვლადივოსტოკის ფედერალური ავტოგზა.[1] მოსახლეობა — 12 738 (2017).[2] დაარსდა 1961 წელს როგორც დაბა, ცელულოზის ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით. 1966 წლიდან ქალაქად ითვლება.

ბაიკალსკში მდებარეობს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილების ეკოტოქსიკოლოგიის ინსტიტუტი. ქალაქი სამეცნიერო და სპორტული ღონისძიებების, მათ შორის საერთაშორისოების გამართვის ტრადიციული ადგილია. აქ მდებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტი „გორა-სობოლინაია“ («Гора Соболиная»).[1]

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 ბაიკალსკი დაარქივებული 2019-06-02 საიტზე Wayback Machine. // დიდი რუსული ენციკლოპედია [35 ტომად], მთ. რედ. ოსიპოვი ი. ს., მოსკ.: გამომც. დიდი რუსული ენციკლოპედია, 2004–2017.
  2. Численность населения Российской Федерации по муниципальным образованиям на 1 января 2017 года (31 июля 2017). Дата обращения 31 июля 2017. Архивировано 31 июля 2017 года.