ბაიკალის სელაპი, ბაიკალის ნერპა (ლათ. Pusa sibirica) — სელაპის სახეობა; ბაიკალის ტბის ენდემური ფორმა, მესამეული ფაუნის რელიქტი. სხეულის საშუალო სიგრძე 165 სმ აღწევს, წონა 50-იდან 130 კგ-მდე. დედალი მამალთან შედარებით მეტს იწონის. 17−19 წლისას სრულდება ხაზობრივი ზრდა. ცოცხლობენ 55 წლამდე. წყნარ ვითარებაში მათი გადაადგილების სიჩქარე არ აღემატება 7−8 კმ/სთ-ს. მყარ სუბსტრატზე საკმაოდ ნელა გადაადგილდება. სხეულის ზედა ნაწილი მურა-ნაცრისფერია, გასდევს ვერცხლისფერი ფერები. სხეულის ქვედა ნაწილი შედარებით ღიაა. გავრცელებულია მხოლოდ ბაიკალის ტბაში, საიდანაც გადის ანგარასა და სელენგაში. უფრო მეტად ტბის ჩრდილოეთ და შუა ნაწილშია. ივნისში უშკანის კუნძულების სანაპიროსთან შესაძლებელია მათი დიდი რაოდენობით ხილვა. მზის ჩასვლისას მასობრივად გადააადგილდება კუნძულებისკენ. ზამთარში ყინულის ზედაპირზე არ ამოდის. ამჟამინდელი კლასიფიკაციით მიეკუთვნება ნამდვილი სელაპების ოჯახს. იკვებება თევზით (გოლომიანკა და სხვ.). 1 წლის განმავლობაში მოზრდილი ნერპა 1 ტ-მდე თევზს ჭამს. სქესობრივად მწიფდება 3-4 წლისას. მაკეობა გრძელდება 11 თვე. სარეწაო მნიშვნელობისაა. იყენებენ ბეწვს, ქონს, ხორცს. დაცულია.

ბაიკალის სელაპი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Pusa sibirica (Gmelin, 1788)
სინონიმები
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 41676
გავრცელება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Систематика и синонимия. BioLib. ციტირების თარიღი: 2011-01-16.
  2. Pusa sibirica დაარქივებული 2010-06-04 საიტზე Wayback Machine. в книге Wilson D. E. & Reeder D. M. (editors). 2005. Mammal Species of the World. A Taxonomic and Geographic Reference (3rd ed.). — Baltimore: Johns Hopkins University Press, 2 vols. (2142 pp.) ISBN 978-0-8018-8221-0 [1]