ბაბილონის გოდოლი (ნახატი)

ბაბილონის გოდოლი” — პიტერ ბრეიგელის გამოჩენილი ნახატი, რომელიც დღეს ვენაში ინახება. მხატვარმა შექმნა მინიმუმ ორი სურათი ამ სიუჟეტზე, თუმცა დღეს მხოლოდ ორი არის შემორჩენილი. შესაძლოა, რომ ბრეიგელმა უფრო მეტი ნამუშევარი დახატა, თუმცა ჩვენამდე არ მოღწეულა. ასე, ჰოლანდიელი მევაჭრის, ნიკოლაეს იოგჰელინკის წერილებში ნახსენებია ბრეიგელის კიდევ ერთი ბაბილონის გოდოლი. სურათის საფუძვლად აღებულია მოსეს პირველი წიგნის სიუჟეტი, სადაც მოთხრობილია ბაბილონის გოდოლის აშენება. სიუჯეტის თანახმად, მსოფლიო წარღვნის შემდეგ ადამიანებმა განიზრახეს სენაარის მიწაზე ქალაქისა და ისეთი კოშკის აშენება, რომელიც ცას მისწვდებოდა. ადამიანის თავხედობით განრისხებულმა ღმერთმა აურია მათ ენა და გაფანტა მთელ დედამიწაზე. მთელი სურათის მორალიც სწორედ შემდეგშია - ადამიანი ღმერთს ვერ გაუტოლდება. ნახატის უფრო მცირე ვარიატი არის შენახული ადრეულ ოსტატთა მუზეუმში. ცნობილია, რომ 1553 წელს ბრეიგელი იყო რომში. სწორედ ამიტომაც მის ნახატში იგრძნობა რომაული კოლიზეუმის გავლენა. გოდოლის 7 სართული უკვე აშენებულია, ხოლო მერვე მხოლოდ შენდება. გოდოლის ირგვლივ იმდროინდელი მრავალი სამშენებლო ტექნიკა და მშენებელია განლაგებული. პირველი შეხედვით უზარმაზარი შენობა სიმაგრის ილუზიას ქმნის, თუმცა ახლოს შეხედვისას ჩანს, რომ ქვედა სართულები ან ჯერ არ არის აშენებული, ან უკვე ინგრევა; თვითონ გოდოლი კი ქალაქისაკენ არის გადახრილი.

ბაბილონის გოდოლი (ვენა)
Turmbau zu Babel
ავტორი პიტერ ბრეიგელი
წელი 1563 წელი
ტიპი ნახატი
სიმაღლე 114
სიგანე 154
ქალაქი ვენა
მუზეუმი ხელოვნების ისტორიის მუზეუმი

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება