აჯიკა — ცხარე სანელებლების ნაზავი, რომელსაც ქართულ სამზარეულოში კერძების მოსამზადებლად იყენებენ. მზადდება ცხარე წიწაკით, ნივრით, სუნელებითა და მწვანილებით. გარდა ამისა, შეიძლება სხვა ბოსტნეულის გამოყენებაც: სტაფილო, ტკბილი წიწაკა, ჭარხალი, პომიდორი.

პომიდვრის აჯიკა

წარმოშობით სამეგრელოდან[1] ან აფხაზეთიდან უნდა იყოს[2], გავრცელებულია მთელს საქართველოში, კავკასიაში და ბოლო დროს აღმოსავლეთ ევროპასა და შუა აზიაში. არსებობს წითელი და მწვანე აჯიკა. განსხვავებულია აჯიკა კონსისტენციითაც. პოპულარული წარმოდგენით, ყველაზე ცხარე და გემრიელ აჯიკას აფხაზეთში ამზადებენ.

სქოლიო რედაქტირება

  1. Burford T. 2008, Georgia, Bradt Travel Guide, p. 69.
  2. Копешавидзе Г. Г. 1989, Абхазская кухня, pp. 77, 78.