ახიელის სამაროვანი

არქეოლოგიური ძეგლი

ახიელის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახიელის ჩრდილო-აღმოსავლეთით 200 მ-ზე, ადგილ ციხიებნის ბოლოში. თარიღდება VIII-X საუკუნეებით.

1983 წელს გათხარა ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის არქეოლოგიურმა ექსპერდიციამ. სამაროვანზე გათხრილი ხუთი ქვის სამარხიდან ორი დანგრეულია. ორივე ნაგებია ბრტყელი, მოზრდილი ქვის ფილებით, რომელთა გვერდებში სამი ან ოთხი ფილაა გამოყენებული, გადახურულია ხუთი ან ექვსი ფილით, ხოლო თავკედლებად თითო ფილაა გამოყენებული. სამარხები აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენაა დამხრობილი. მიცვალებულები თავით დასავლეთისკენ არიან დაკრძალული. სამაროვანზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა - ბრინჯაოს ჭვინტიანი, რკინისენიანი მშვილდსაკინძი, ვერცხლის არაბული მონეტა და სხვ. ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა რედაქტირება