ახალი ქსელებისატელეკომუნიკაციო პროვაიდერი კომპანია საქართველოში.

ახალი ქსელები
ტიპი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
დარგი ტელეკომუნიკაცია
დაფუძნდა 1996 წლის 2 აგვისტო
დამაარსებელი T&T ჯგუფი
სათავო ოფისი საქართველოს დროშა თბილისი
პროდუქცია ტელეფონია
ინტერნეტი
ინტერნეტ-ტელევიზია
ინტერნეტ-ტელეფონია
IPTV
Streaming Media TV
მფლობელი დამოუკიდებელი კომპანია
პარტნიორი შპს „სისტემ-ნეტი“
შპს „ფოპტნეტი“
შპს „ჯი-თი-სი“
შპს „ივერია ქსელი“
შპს „სანაპირო“
თანამშრომელი 700+
შვილობილ(ებ)ი CGC
MarTV
ახტელი
საიტი ახალი ქსელების ოფიციალური საიტი

შპს „ახალი ქსელები“ წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის კერძო ოპერატორს საქართველოში. იგი თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანიებთან. კომპანია დაარსდა 1996 წლის 2 აგვისტოს. ეს იყო ახალი სიტყვა ელექტრონული კომუნიკაციების განვითარებისა და მოდერნიზაციის საქმეში. მისი ძირითადი პრიორიტეტია მომხმარებელს მიაწოდოს კავშირის მაღალი ხარისხი და მომსახურების ფართო სპექტრი.

შპს „ახალი ქსელები“ აბონენტებს სთავაზობს სატელეფონო და ინტერნეტ-მომსახურებებს. ახალი ქსელების მისიაა ხარისხიანი სატელეფონო და ინტერნეტ-სერვისების მიწოდება აბონენტებისთვის ხელმისაწვდომ ფასად.

„ახალ ქსელებში“ ხორციელდება კორპორატიული მართვა სამეთვალყურეო საბჭოს და მენეჯმენტის მიერ. კომპანიაში დასაქმებულია 700-ზე მეტი თანამშრომელი.

„ახალი ქსელები“ გაერთიანებულია (T&T) ჯგუფში, სადაც შედის ისეთი კომპანიები, როგორიცაა:

  • შპს „სისტემ-ნეტი“
  • შპს „ახტელი“
  • შპს „ფოპტნეტი“
  • შპს „ჯი-თი-სი“
  • შპს „სი-ჯი-სი“
  • შპს „ივერია ქსელი“
  • შპს „სანაპირო“

„ახტელი“ არის „ახალი ქსელების“ მიერ დაფუძნებული ერთ–ერთი კომპანია საკომუნიკაციო ქსელების ბაზარზე.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება