ახაგაუერი (ინგლ. Aughagower; ირლ. Achadh Ghobhair, „წყაროთა ველი“) — სოფელი ირლანდიაში, მდებარეობს მეიოს საგრაფოში, კონაქტის პროვინციაში. უესტპორტიდან დაშორებულია 5 კმ-ით.

სოფელი
ახაგაუერი
Achadh Ghobhair
ქვეყანა ირლანდიის დროშა ირლანდია
დაქვემდებარება სოფელი
პროვინცია კონაქტი
საგრაფო მეიოს საგრაფო
კოორდინატები 53.8°00′00″ ჩ. გ. 9.464°00′00″ დ. გ. / 53.80000° ჩ. გ. 9.46400° დ. გ. / 53.80000; -9.46400
ცენტრის სიმაღლე 157
მოსახლეობა 875 კაცი (2002)
სასაათო სარტყელი UTC+0, ზაფხულში UTC+1
ახაგაუერი — ირლანდიის რესპუბლიკა
ახაგაუერი

დღევანდელ ახაგაუერში რამდენიმე სახლი და ლუდხანა დგას. სოფელი ძირითადად თავისი უძველესი ისტორიით და კულტურითაა ცნობილი. გადმოცემის თანახმად, სოფელს კროხ–პატრიკზე მოგზაურობისას ესტუმრა წმინდა პატრიკი, ირლანდიის მფარველი წმინდანი.

მრგვალი კოშკი რედაქტირება

 

სოფელში კარგადაა შემონახული მეათე საუკუნის მრგვალი კოშკი, რომელიც დაახლოებით 973–1013 წლებს შორის უნდა იყოს აგებული.[1] ლეგენდის მიხედვით, ერთხელ კოშკს მეხი დაეცა და მისი ზედა ნაწილი ნახევარ მილზე გადააგდო. 1969 წელს კოშკს რესტავრაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც ის ოდნავ გადაიხარა ჩრდილოეთით.

დიდი შიმშილობა რედაქტირება

ახაგაუერის მოსახლეობის დიდი ნაწილი ემსხვერპლა დიდ შიმშილობას. იმდროინდელი სახლების ნანგრევების ნახვა დღემდე შეიძლება სოფლის რამდენიმე ადგილას.[2]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Tóchar Phádraig A Pilgrims Progress - published by Ballintubber Abbey 1989
  2. John Keville, 'Aughagower Part 3', Cathair na Mart Volume 4 page 28, 1984