აწრისხევის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო-თავდაცვითი ნაგებობა, ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ აწრისხევის სამხრეთით 3-4 კმ. მთა ბენდერის თავზე. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში. სწორკუთხა კოშკის ზედა ნაწილი მონგრეულია. გადარჩა მისი 4 სართული. პირველი სართული ნანგრევებითაა ამოვსებული. მეორე სართულის სამხრეთ კედელში 1 მ სიმაღლის სწორკუთხა შესასვლელია. აქვს ნაოთხალები და ღრმა საურდულე. სართულშუა კოჭოვანი გადახურვიდან შემორჩა კედლებში ჩატანებული კოჭების ბუდეები.

სართულის აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში მცირე ზომის, ვიწრო სარკმლებია. აღმოსავლეთი სარკმლის გვერდით სწორკუთხა ნიშაა. მესამე სართულის ჩრდილოეთი კედლის ცენტრში ბუხარია, მისგან დასავლეთით მცირე ზომის სარკმელ-სათოფური და ნიშაა; ასეთივე ნიშაა აღმოსავლეთითაც. სამხრეთ და აღმოსავლეთ კედლების ცენტრებშიც გაჭრილია სარკმლები. IV სართულის დასავლეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ კედლების ცენტრებში სარკმლებია. კოშკი ნაგებია ფლეთილი ქვით და სქლად დაპობილი ფიქალით. კომპლექსს წრიულად აქვს შემოვლებული გალავანი. იგი 1,5 მეტრ სიმაღლემდეა შემორჩენილი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 22-24